-
23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი -
01/06/2023
პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ქსელი: იდეები სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისის პილოტირების თაობაზე
პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ქსელმა 2023 წლის 18 მაისს ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის მიზანი იყო იდეების ფორმირება სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირებასთან დაკავშირებით. ეს იყო მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის ღონისძიებების ციკლის მეორე შეხვედრა, რომელიც ქმნის უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველს ელ-ჯანმრთელობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
გაიგეთ მეტი -
18/05/2023
პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის ქსელი: ცოდნის გაზიარება სტრატეგიის დასახვის საკითხებზე
2023 წლის 27 აპრილს პროგრამის EU4Digital ელ-ჯანმრთელობის მიმართულებამ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება ელ-ჯანმრთელობის სტრატეგიის და სახელმწიფოთაშორისი ელ-ჯანმრთელობის სერვისების პილოტირების საკითხებზე. ეს იყო პირველი ვირტუალური შეხვედრა მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი თანამშრომლობის ღონისძიებების ციკლიდან, რომელიც ქმნის მრავალმნიშვნელოვანი თანამშრომლობის საფუძველს ელ-ჯანმრთელობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
2023-2024 წლებში ევროკავშირი ციფრულ ტრანსფორმაციაში 4.5 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებს
ევროკავშირის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად, 2023-24 წლებში სამუშაო პროგრამის Horizon Europe საშუალებით 4.5 მლრდ ევროზე მეტი გამოიყოფა, რაც სამუშაო პროგრამის მთელი ბიუჯეტის 33%-ს აღემატება.
გაიგეთ მეტი -
24/01/2023
ახალი ნაბიჯი ციფრული ათწლეულისკენ: ძალაში შედის 2030 წლის პოლიტიკის პროგრამა
ციფრული ათწლეულის პოლიტიკის პროგრამა 2030 ძალაში შევიდა. ევროპის პარლამენტმა, წევრმა ქვეყნებმა და ევროკომისიამ ერთობლივად დასახეს კონკრეტული ამოცანები და სამიზნეები ციფრული ეკონომიკის განვითარების ამ სტრატეგიული კონცეფციის ოთხ ძირითად სფეროში.
გაიგეთ მეტი -
08/11/2022
ინიციატივის EU4Digital მონაწილეები EU4Digital II ფაზის დაწყების წინ საკუთარ მიღწევებს და გეგმებს განიხილავენ
2022 წლის 25 ოქტომბერს ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც პროგრამის EU4Digital II. ფაზის დაწყების აღსანიშნავად გაიმართა, EU4Digital პროექტების მიღწევები და გეგმები იქნა .განხილული.
გაიგეთ მეტი -
04/11/2022
ხუთი ძირითადი კითხვა, რომლებმაც განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია
გამძლეობა, კრიზისებზე რეაგირება და აღდგენა იყო 2022 წლის 24 ოქტომბერს ჩატარებული პროგრამის EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციის ძირითადი საკითხები. ამ საკითხებში დაწვრილებით იქნა განხილული ციფრული ტრანსფორმაციის პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
გაიგეთ მეტი