-
31/07/2023
საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი: ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება
საქართველოს ეკონომიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების 2023 პერსპექტივების განსახილველად თბილისში ჩატარებულ ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის, ბიზნესის, საკონსულტაციო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ოთხდღიანი ღონისძიება, რომელიც 2023 წლის 26 ივნისს გაიხსნა, ორგანიზებული იყო საქართველოს ICT კლასტერის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
გაიგეთ მეტი -
23/06/2023
პროგრამა EU4Digital განახლებულ და გაუმჯობესებულ ვებსაიტზე გეპატიჟებათ!
გაინტერესებთ ახალი ამბები, რესურსები და სხვა ინფორმაცია ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში? პროგრამა EU4Digital გიწვევთ მისი განახლებული ვებსაიტის გამოსაკვლევად: https://eufordigital.eu/! განახლებულ ვებსაიტზე პროგრამა EU4Digital გთავაზობთ მისი ციფრული საზოგადოების განახლებულ ინფორმაციას და გაუმჯობესებულ ურთიერთობას მომხმარებელთან.
გაიგეთ მეტი -
29/05/2023
სტარტაპის ხიდი: აღმოსავლეთის ხვდება დასავლეთს
შეუერთდით უაღრესად საინტერესო ქსელური აქტივობის ღონისძიებას, სადაც ყველაზე იმედის მომცემი სტარტაპები სომხეთიდან აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან საფრანგეთის ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს ხვდებიან. „სტარტაპის ხიდი: აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს“ ორგანიზებულია პროგრამის EU4Digital და ორგანიზაციის Expertise French მიერ სტარტაპების დასაკავშირებლად ცნობილ ფრანგ ინვესტორებთან და აქსელერატორებთან, რომლებიც ხელს უწყობენ სტარტაპის ეკოსისტემის ზრდა-განვითარებას და თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
გაიგეთ მეტი -
06/04/2023
პროგრამის EU4Digital და ასოციაციის INATBA ღონისძიება ხელს უწყობს ბლოკჩეინის განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
ბლოკჩეინის ეკოსისტემის განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებამ 2023 წლის 30 მარტს ონლაინ ქსელურ აქტივობას უმასპინძლა. ბლოკჩეინის ასოციაციებმა, დარგის წარმომადგენლებმა, ინოვაციის ეკოსისტემის ძირითადმა აქტორებმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციაში (INATBA) გაწევრიანების და მის წამყვან პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
გაიგეთ მეტი