-
27/05/2024
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებს წარადგენს
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) დაარსებიდან ათი წლის იუბილე აღნიშნა და ახალი ინიციატივები, მათ შორის სტარტაპების ინკუბაციის პროგრამა წარმოადგინა.
გაიგეთ მეტი -
30/04/2024
პროგრამა EU4Digital მასპინძლობს პირველ ტრენინგს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციური კლასტერებისთვის
2024 წლის 18 აპრილს პროგრამის EU4Digital პოტენციალის შექმნის და ქსელური აქტივობის ღონისძიებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 70 ინოვაციური კლასტერის 85-მდე წარმომადგენელმა და კლასტერების მართვის ახალმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებამ შეკრიბა მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან სპეციალურ ტრენინგის ღონისძიებაზე პროგრამის EU4Digital ახალი ინოვაციური კლასტერული აქტივობის ფარგლებში, რომელიც აპრილის პირველ რიცხვებში გამოცხადდა.
გაიგეთ მეტი -
08/04/2024
რეგისტრაცია EU4Digital ინოვაციური კლასტერების შეფასებასა და ტრენინგზე დაწყებულია
ხართ ორგანიზაციის აღმასრულებელი მენეჯერი, რომელიც მართავს ინოვაციურ კლასტერს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში, ან კოორდინაციას უწევს ბიზნესის და აკადემიის ერთობლივ დარგობრივ ან ტექნოლოგიურ ინიციატივებს? თუ ხართ კლასტერის ან პოტენციური კლასტერის წარმომადგენელი, პროგრამა EU4Digital გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ უფასო სერტიფიცირებულ ონლაინ ტრენინგსა და შეფასებაში. რეგისტრაციის საბოლო ვადაა 2024 წლის 17 აპრილი.
გაიგეთ მეტი -
08/04/2024
პროგრამის EU4Digital ახალი აქტივობა მხარს უჭერს ინოვაციურ კლასტერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) რეგიონში ინოვაციური კლასტერების მხარდასაჭერად საქმიანობის ახალი ჩარჩო აამოქმედა. კლასტერები - სტარტაპების, მცირე და საშუალო საწარმოების, კვლევითი და ცოდნის გამავრცელებელი ორგანიზაციების, არაკომერციული ორგანიზაციების და სხვა შესაბამისი ეკონომიკური მოთამაშეებისგან შემდგარი კოალიციები - ასტიმულირებს ინოვაციებს, ავრცელებს ცოდნას და მხარს უჭერს თანამშრომლობას, რითაც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებას. პროგრამის EU4Digital-ის ახალი ინოვაციური კლასტერული აქტივობები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების თემატური სფეროს ნაწილია, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის დამწყებ ეკოსისტემებს პროგრამის უფრო ფართო ამოცანების კონტექსტში რეგიონების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის მიზნით.
გაიგეთ მეტი -
26/02/2024
„ევროპის ხელოვნური ინტელექტის ოფისი“ ზედამხედველობას გაუწევს ზოგადი დანიშნულების ხელოვნურ ინტელექტს (GPAI)
2024 წლის 24 იანვარს ევროკომისიამ „ხელოვნური ინტელექტის ოფისი“ დააარსა. ხელოვნური ინტელექტის ოფისს ევალება ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის (GPAI) მოდელების და სისტემების გამოყენებას.
გაიგეთ მეტი -
24/02/2024
მოლდოვა 7,5 მლრდ ევროს ღირებულების „ციფრული ევროპის პროგრამას“ მიუერთდება
მოლდოვის „ციფრული ევროპის პროგრამასთან“ მიერთების ხელშეკრულების საშუალებით ბიზნესისა და ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის დაფინანსება ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებისთვის 7.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით 2021-2027 წლებში.
გაიგეთ მეტი -
20/02/2024
გაიარეთ რეგისტრაცია: პირველი სამეცნიერო-კვლევითი ფორუმი INATBA „ბლოკჩეინის ჰორიზონტები“
დაიწყო რეგისტრაცია ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის (INATBA) ბლოკჩეინის ჰორიზონტების პირველ გამოცემაზე, ასოციაციის აკადემიურ, კვლევისა და განვითარების ფორუმზე. ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის 22 მაისს გერმანიის ქალაქ დარმშტადტში; შესაბამისი მასალების წარდგენის საბოლოო ვადაა 28 თებერვალი.
გაიგეთ მეტი -
03/01/2024
გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ელ-კვირეული სახავს მდგრად, ინკლუზიურ გზას ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის
4–8/12/2023: 3500-მა მონაწილემ განიხილა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ციფრული შესაძლებლობები საერთო, მდგრადი განვითარების მიღწევებად გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ელ-კვირეულის განმავლობაში.
გაიგეთ მეტი -
28/12/2023
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ
2023 წლის 14–15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე. ეს იყო საეტაპო მომენტი ორივე ქვეყნის ხალხისთვის, რომლებიც მუდმივად გამოხატავდნენ თავიანთ ევროპულ რწმენას. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭების შესახებ.
გაიგეთ მეტი