ნდობა და უსაფრთხოება
-
31/05/2024
წარმატებული სახელმწიფოთაშორისი ავთენტიკაციის ტესტირება სომხეთს, საქართველოს და მოლდოვას ელ-სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სტანდარტებთან ერთი ნაბიჯით აახლოებს
სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის საჯარო უწყებებმა წარმატებით დაასრულეს პროგრამის EU4Digital მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) საპილოტე პროგრამა.
გაიგეთ მეტი -
01/04/2024
ელექტრონული მმართველობის აკადემია: კიბერუსაფრთხოების ტრენინგი საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალისტებსისთვის
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალისტები ამჟამად გადიან კიბერუსაფრთხოების ტრენინგს, რომელსაც ელექტრონული მმართველობის აკადემია ატარებს. ტრენინგი მოიცავს ოპერაციული სისტემების, firewall ტექნოლოგიების და ქსელის ადმინისტრირების ჩაღრმავებულ კურსებს და უსაფრთხოების პოლიტიკის მართვის უნარების განვითარებას.
გაიგეთ მეტი -
14/03/2024
საქართველოში ძალაში შედის მონაცემთა დაცვის ახალი კანონი
2024 წლის 1 მარტიდან საქართველო ეტაპობრივად ნერგავს მონაცემთა დაცვის ახალ კანონს და ქვეყნის კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებთან აახლოებს. ამ კანონს შემოაქვს კონკრეტული ვალდებულებები ბიზნესისთვის, მათ შორის თანხმობის მიღების აუცილებლობა კომერციული ტექსტების გაგზავნამდე; გარდა ამისა, კანონი ადგენს მკაფიო რეკომენდაციებს აუდიო- და ვიდეოგადაღებისთვის. აღსანიშნავია, რომ კანონში დიდი ყურადღება ექცევა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვას.
გაიგეთ მეტი -
24/02/2024
მოლდოვა 7,5 მლრდ ევროს ღირებულების „ციფრული ევროპის პროგრამას“ მიუერთდება
მოლდოვის „ციფრული ევროპის პროგრამასთან“ მიერთების ხელშეკრულების საშუალებით ბიზნესისა და ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის დაფინანსება ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებისთვის 7.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით 2021-2027 წლებში.
გაიგეთ მეტი -
24/01/2024
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აწყობენ ჰაკათონს ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ საზოგადოებაში
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების დახმარებით 2024 წლის 13-14 იანვარს მოეწყო ჰაკათონი „Bridging the Gap“, რომელზეც განხილული და შეთავაზებული იქნა გადაწყვეტები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უდიდესი გამოწვევების დასაძლევად. მონაწილეებმა შეიმუშავეს მოსაზრებები ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა დემოკრატია, განათლება, გარემო, და ასევე მთელი საზოგადოება.
გაიგეთ მეტი -
09/01/2024
EU4Digital საჯარო მონაცემების ხარისხის უზრუნველსაყოფად მონაცემთა მართვის სტრატეგიას აამოქმედებს
ელექტრონული სერვისების, ინფორმაციის გაცვლის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ბოლოდროინდელი მიღწევები სხვადასხვა სექტორში იმას ნიშნავს, რომ სანდო და ხელმისაწვდომი მონაცემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მაღალი ხარისხის და ადვილად ხელმისაწვდომ საჯარო მონაცემებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წლის 6 დეკემბერს პროგრამამ EU4Digital დაიწყო საქმიანობა მონაცემთა მართვის ახალი სტრატეგიების სფეროში.
გაიგეთ მეტი -
03/01/2024
გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ელ-კვირეული სახავს მდგრად, ინკლუზიურ გზას ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის
4–8/12/2023: 3500-მა მონაწილემ განიხილა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას ციფრული შესაძლებლობები საერთო, მდგრადი განვითარების მიღწევებად გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ელ-კვირეულის განმავლობაში.
გაიგეთ მეტი -
28/12/2023
ჰაკათონი TruthTechThon მედია-წიგნიერების შესახებ150 ქართველი ახალგაზრდის მონაწილეობით
2023 წლის 4 დეკემბერს ჩატარებულმა ჰაკათონმა TruthTechThon მისცა შესაძლებლობა 150 ახალგაზრდას საქართველოში შეექმნათ ციფრული რესურსები, რომლებიც აუმჯობესებს მედია-წიგნიერებას, ებრძვის დეზინფორმაციას და ხელს უწყობს ინფორმაციის სანდოობას.
გაიგეთ მეტი -
28/12/2023
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ
2023 წლის 14–15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე. ეს იყო საეტაპო მომენტი ორივე ქვეყნის ხალხისთვის, რომლებიც მუდმივად გამოხატავდნენ თავიანთ ევროპულ რწმენას. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭების შესახებ.
გაიგეთ მეტი