

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ფორუმი: ციფრული განათლების მნიშვნელობა უნარების გასაუმჯობესებლად მცირე და საშუალო საწარმოებსა და სტარტაპებში
თარიღი: 30/03/23
პროგრამის EU4Digital 2023 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ფორუმზე წამოჭრილი იქნა ბიზნეს-განათლების მომავალი განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, რათა კომპანიები უკეთ იყვნენ მომზადებული ინდუსტრიული ციფრული საზოგადოებისათვის. ფორუმი, რომელზეც ხაზი გაესვა ციფრული კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას სტარტაპებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის (ქვემოთ ტექსტში – მსს) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, 9 მარტს ჩატარდა. ეს იყო მეორე წლიური ღონისძიება ინოვაციური ფორუმების ციკლიდან, რომელსაც 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის პოლიტიკური და მხარდაჭერის ინიციატივების, მათ შორის პროგრამის EU4Digital EdTech Hub პლატფორმის შესახებ, რომლის საქმიანობის დაწყება ღონისძიებაზე გამოცხადდა.
ღონისძიება გახსნა ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR C1), განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლას სენდროვიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2023 წელი უნარების ევროპული წელია. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი კვალიფიკაციის ციფრული უნარები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ვინაიდან ისინი დამატებული ღირებულების დაახლოებით 47%-ს აწარმოებენ. „მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად ისინი ინსტრუმენტების სათანადო ნაკრებით უნდა აღვჭურვოთ“, თქვა მან და გააშუქა შემდეგი პროცესების საჭიროება: ციფრულ უნარებში არსებული საინვესტიციო ხარვეზების ამოვსება, 1,5 მილიარდი ევროს მობილიზებაა სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან, და მოწოდება საერთაშორისო დონორების მიმართ ციფრული ტრანსფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის თაობაზე. მომსხენებელმა შეახსენა მონაწილეებს განეხილათ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპის ეკოსისტემის პლატფორმა, რომელიც პირველი ინოვაციური ფორუმის პერიოდში – 2022 წლის იანვარში ამოქმედდა.
ევროკომისიის გენერალური დირექტორატის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების G2 (DG CNECT G2) დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ან ბაიარტმა განიხილა ევროკავშირის რამდენიმე სტრატეგიული და პოლიტიკური ინიციატივა, რომელთა მიზანი მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული უნარების მხარდაჭერაა. ციფრული კომპასი 2030 სახავს მასშტაბურ მიზნებს ციფრული უნარების დონესთან დაკავშირებით მოსახლეობასა და მცირე და საშუალო საწარმოებში, და მოიცავს ორ საბაზისო აქტივობას – მსს-ების კვალიფიკაციის ასამაღლებელი მოკლევადიანი ტრენინგის კურსების მხარდაჭერას, და სტარტაპების და მსს-ების მხარდაჭერას, რომლებიც განათლებაში ინოვაციურ ტექნოლოგიებს ნერგავენ. ევროკავშირში ციფრულ უნარებზე წვდომას სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო და სექტორთა შორისი სათემო ორგანიზაციები და პარტნიორობები უჭერენ მხარს – მაგალითად, ციფრული უნარების და სამსახურების პლატფორმა (Digital Skills and Jobs Platform) და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია (Digital Skills and Jobs Coalition); ევროკავშირის ძალზე წარმატებული Code Week; Pact for Skills, რომელიც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს აერთიანებს; Talent Partnerships; Digital SkillUp; და ევროპის ციფრული განათლების ჰაბი ინოვაციის საკითხებზე თანამშრომლობისთვის. პოლიტიკის ინსტრუმენტებში შედის სტრუქტურირებული დიალოგი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ციფრული განათლების და უნარების საკითხებზე, რომელიც მალე ორ მნიშვნელოვან რეკომენდაციას გამოაქვეყნებს. დასასრულს სპიკერმა განიხილა მიმდინარე საქმიანობა ევროპული ციფრული უნარების სერთიფიკატის და DigComp 2,2 – მოქალაქეთა ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს (Digital Competence Framework for Citizens) შექმნის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების შეფასების ინსტრუმენტის და ტრენინგის კონტენტის შექმნას.
საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და ახალი EdTech Hub
„ტექნოლოგიების ათვისება რეალურად შეცვლის სამუშაო ადგილებს“, აღნიშნა საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას კომპანიის EY პარტნიორმა და გლობალური განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა რიაზ შაჰმა. სიტუაციის ფართო კონტექსტში დანახვისას უკეთ ვიაზრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნარების ათვისება ციფრულ ტექნოლოგიებში. ისეთი მაგალითების გამოყენებით, როგორიცაა ავტომატიზებული საწყობები, მაღაზიები მოლარის გარეშე, რობოტი-ავტომობილები და ადიტიური წარმოება, რიაზ შაჰმა განიხილა, თუ როგორ გარდაქმნა ტექნოლოგიამ სამუშაო ადგილები. „ადამიანების მიერ ახალი უნარების ათვისება უმნიშვნელოვანესია“, თქვა მან. „სკოლების უმრავლესობა მოსწავლეებს ინდუსტრიული ეპოქისთვის ამზადებს; ჩვენ ბავშვთა განათლების ხელახლა გააზრება გვჭირდება“, რომ ისინი ციფრული ეპოქისთვის მოვამზადოთ. ეს კომპანიების მენეჯერთა განათლებასაც ეხება: რიაზ შაჰმა განმარტა, რომ კომპანიის EY მიზანია მისი 400 000 თანამშრომლის „EY სამკერდე ნიშნების სქემის“ („EY badges scheme“) მიხედვით მომზადება – ეს არის გლობალური, დინამიური სასწავლო და გამოცდილების მისაღები პროგრამა, რომელიც ტექნოლოგიის და ბიზნესის უნარების გარდა ლიდერის ფსიქოლოგიასაც მოიცავს, და სთავაზობს 235 განსხვავებულ ვირტუალურ სამკერდე ნიშანს 5 დონის ჩარჩოს გამოყენებით, სასწავლო პროცესის „გეიმიფიკაციის“ მიზნით. დღეისათვის უკვე 350 000-ზე მეტი სამკერდე ნიშანია გამომუშავებული, 300 000-ზე მეტის გამომუშავება კი გრძელდება; ეს აძლევს პერსონალს შესაძლებლობას უფასოდ გაიაროს კომპანიის EY ტექნოლოგიური სამაგისტრო კურსი – EY Tech MBA.
EY „სამკერდე ნიშნების“ მიდგომა გამოყენებული იქნება პროგრამის EU4Digital ინოვაციური EdTech ჰაბის პლატფორმის საქმიანობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მსს-ებისა და სტარტაპებისთვის. პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა არტურას პილიპონისმა გამოაცხადა საქმიანობის დაწყება ამ პლატფორმის განვითარების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიური, ისე და არა-საინფორმაციო ტექნოლოგიური მსს-ების წვდომას ციფრულ ტექნოლოგიებზე და ინოვაციებთან დაკავშირებულ მაღალი ხარისხის განათლებაზე. არტურას პილიპონისმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლები ამ პლატფორმის საოპერაციო რეჟიმის, მმართველობის და მფლობელობის მოდელის განსახილველ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად, და ცოდნის პრიორიტეტული სფეროების შესარჩევად მიიწვია. მან შეახსენა მონაწილეებს, რომ ეს საგანმანათლებლო მეთოდი განიხილება ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის დღის წესრიგის კონტექსტში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 1 მილიონი მოქალაქის ციფრულ გაძლიერებას ისახავს მიზნად „ჩვენ ვეძებთ ეკონომიკურად ხელსაყრელ გადაწყვეტებს და სინერგიას არსებულ ინიციატივებთან; ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ამ საქმიანობის სტაბილურობაა“, აღნიშნა მან.
ძირითადი აქცენტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
მიუხედავად იმისა, რომ წინა სპიკერების მიერ გაშუქებული ევროკავშირის მრავალი არსებული ინიციატივა და პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მსს-ებზეა გათვლილი, ექსპერტთა დისკუსიამ რამდენიმე ზოგადი გამოწვევა გამოავლინა – ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა არსებული ტექნოლოგიების და მათი უპირატესობების შესახებ, არასაკმარისი ტრენინგი ან საკონსულტაციო მხარდაჭერა, და არასაკმარისი ციფრული ან ბიზნეს-წიგნიერება. ამასთანავე, კვლავაც საჭიროა სპეციფიური გადაწყვეტები კონკრეტული ქვეყნებისთვის, რაც კვალიფიკაციის ამაღლებით მოცვას და წვდომას გააუმჯობესებს.
- სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ჰაიკუჰი გევორგიანმა აღნიშნა, რომ მსს-ები ქვეყნის ბიზნესის 98%-ს შეადგენს. მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა პრიორიტეტებით და 24 მოქმედი პროექტი. აღნიშნული მოიცავს შემდეგს: Digi Tech ფორუმი, რომელიც ხელს უწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას; პროგრამა Smart Armenia, რომელიც ეძებს გადაწყვეტებს ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად; „პლატფორმა 5“ ქალთა ციფრული მარკეტინგის უნარების გასაუმჯობესებლად; „Impact Top Yerevan“ – ეს არის ერთიანი სამუშაო სივრცე და ინკუბატორი სტარტაპებისა და მსს-ებისთვის; და Microsoft-ის ინოვაციური ცენტრი, რომელიც ტრენინგს და მხარდაჭერას ახორციელებს.
- აზერბაიჯანის ინოვაციის და ციფრული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა შაჰინ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციფრული უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საცალო ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის სექტორებში. ტრენინგი მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია გამოყენების მაგალითების განსაზღვრა და მსს-ების დახმარება შესაბამისი საშუალებების პოვნაში საკუთარი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. ყურადღების ცენტრშია კლიენტებთან ურთიერთობის მართვის საშუალებები და შესაბამისი საშუალებების ციფრული ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, სააგენტო მხარს უჭერს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ მსს-ებს, რათა მათ ტექნიკური და ძირითადი საექსპერტო მომსახურება გაუწიონ არა-საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური მსს-ებს, რომლებიც საკუთარი შიდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური საჭიროებებისთვის იბრძვიან. ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად „ტექნიონთან“ (ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი) ერთობლივად განხორციელებული პროექტის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში 1000-მდე კიბერუსაფრთხოების ექსპერტს მოამზადებენ.
- სახელმწიფო უწყების „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა ახალი აქტივობების შესახებ, რომლებიც 2023 წლის მეორე ნახევარში დაიწყება მსს-ების ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის მხარდასაჭერად. მხარდაჭერის აქტივობები მოიცავს ცნობიერების ამაღლებას ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის უპირატესობების შესახებ და იმ ღონისძიებების თანადაფინანსებას, რომლებიც აუმჯობესებს ციფრულ უნარებს და ნერგავს ციფრულ გადაწყვეტებს. ამ მხარდაჭერის დასანერგად დაგეგმილია ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტების დაქირავება ცენტრალურ დონეზე; ისინი განახორციელებენ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროგრამებს და დაამუშავებენ ციფრული ტრანსფორმაციის გეგმებს მსს-ებისთვის, მათ შორის ციფრული უნარების კომპონენტებს. ციფრული გადაწყვეტების და ტრენინგის განხორციელების თანადაფინანსება შეიძლება იყოს 10,000 ევრომდე თითოეულ კომპანიაზე, ან ხარჯის 90%.
- მოლდოვას მეწარმეობის განვითარების ორგანიზაციის (ODA) წარმომადგენელმა როდიკა კრუდუმ აღნიშნა, რომ მსს-ები წარმოადგენს მოლდოვის ეკონომიკის 99%-ს და მთავრობა მათი კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას დიდი ყურადღებით ეკიდება. მიღებულია რამდენიმე კანონი და სტრატეგია; პრიორიტეტი მარეგულირებელი გარემოს გამარტივებაა. მეწარმეობის განვითარების ორგანიზაციას აქვს სამი პროგრამა, მათ შორის – ტრენინგი მსს-ების უნარების გასაუმჯობესებლად ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ახლახან შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს ელ-კომერციის, ციფრული მარკეტინგის და გაყიდვების, და ციფრული გადაწყვეტების კურსებს ისეთი პროცესების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა იმპორტი და ექსპორტი. ორგანიზაციები, რომლებიც ტრენინგებს ჩაატარებენ, მიმდინარე თვის ბოლოს შეირჩევა; აქტივობის დასაფინანსებლად ეძებენ დონორებს, ვინაიდან არასაკმარისი ექსპერტიზის გამო ეს ბაზარი კონკურენტულია. ეს ორგანიზაცია ასევე იკვლევს გზებს მისი პროგრამების და პროექტების სტაბილურობის გასაზრდელად სხვა პარტნიორული ურთიერთობების საშუალებით.
- უკრაინის მეწარმეობის და ექსპორტის მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენელმა დენის ბლინდამ წარმოადგინა ფართომასშტაბიანი ეროვნული პროექტი მეწარმეობის და ექსპორტის მხარდასაჭერად – „Diia Business“. 2021 წელს ოფიციალურ ციფრულ მთავრობაში განხორციელებული ბრენდი და ეკოსისტემა „Diia“ – ეს არის პორტალი – უნივერსალური მაღაზია მეწარმეებისთვის, რომლებიც ახალი ბიზნესის დაწყებას გეგმავენ. პორტალის გარდა, ამ სისტემაში შედის მხარდაჭერის ცენტრების ოფლაინ ქსელი. სერვისების, კონსულტაციების, ციფრული კომერციის და საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, მომხმარებლებს სთავაზობენ შაბლონებს, ბიზნეს-იდეებს, იურიდიულ დოკუმენტებს და მაგალითებს. ბიზნესის აქსელერაციის პროგრამები 2023 წელს დაიწყო, ხოლო სხვა ინიციატივები მოიცავს ნოვატორ ქალთა აქსელერატორს და პროგრამას მეწარმე ქალებისთვის „Brave“. პლატფორმით და სერვისებით მოსარგებლე ქალთა რაოდენობა იზრდება და ის უკვე მომხმარებელთა 50%-ს შეადგენს.
- უკრაინის სტარტაპის ფონდის წარმომადგენელი და უკრაინის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მრჩეველი იჰორ მარკევიჩი ამბობს, რომ ქვეყნის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სექტორი ერთადერთი მზარდი სფერო იყო გასული წლის განმავლობაში და უკრაინის ტექნიკურ მეწარმეთა 70% კვლავ ამ სექტორშია დასაქმებული. არასამთავრობო ორგანიზაციების და მთავრობის თანამშრომლობაზე დამყარებული „საინფორმაციო ტექნოლოგიების არმია“ კიბერუსაფრთხოების და კიბერ-ტექნოლოგიურ პროექტებზეა ორიენტირებული. საჭიროა ასევე მენტორებთან, ინსტრუქტორებთან და კორპორაციებთან თანამშრომლობა ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, მრეწველობის მხარდასაჭერის და უკრაინის ეკონომიკის აღდგენის მიზნით.
საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივები
დასკვნით სესიაზე მრგვალი მაგიდის ირგვლივ განიხილეს განსხვავებული ინიციატივები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთა მიზანია ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსწორება; ამ ინიციატივებს მხარს დაუჭერენ საერთაშორისო დონორები რეგიონული და ქვეყნის მასშტაბით:
- ევროპის განათლების ფონდის (ETF) წარმომადგენელმა კრისტენ ვან დენ ეინდემ ყურადღება გაამახვილა ETF-ს მიერ განხორციელებულ პროექტებზე სომხეთსა და უკრაინაში; ამ პროექტებში განისაზღვრა ციფრული უნარების კონკრეტული საჭიროებები მშენებლობის, ხის დამამუშავებელ და ავეჯის წარმოების სექტორებში. პროექტებმა ხელი შეუწყო რეგიონული სტრატეგიების განვითარებას. კიდევ ერთი შესაბამისი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის არის ევროპის განათლების ფონდის პროექტი დასავლეთ ბალკანეთის სოფლის მეურნეობის სასურსათო სექტორში, რომელიც სოფლის მეურნეობის სასურსათო კომპანიებს, ტრენინგის პროვაიდერებს და შუამავლებს ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად აერთიანებს. კრისტენ ვან დენ ეინდემ ხაზი გაუსვა გადამწყვეტ როლს, რომლის შესრულება შეუძლიათ საშუამავლო ორგანიზაციებს (სავაჭრო პალატებს, რეგიონული განვითარების სააგენტოებს და ინოვაციის ჰაბებს) უნარების განვითარებასა და ტრენინგის ისეთ რესურსებზე წვდომაში, როგორიცაა პროგრამის EU4Digital EdTech Hub პლატფორმა.
- გერმანიის საერთაშორისო განვითარების კორპორაციის (GIZ) წარმომადგენელმა ნიკლას რუფერმა აღწერა გერმანიის მიერ დაფინანსებული პროექტი „მსს-ების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომლის განხორციელება 2023 წლის მარტიდან დაიწყება. პროექტი ეროვნული დონის ციფრული გარდაქმნის სტრატეგიებზე იმუშავებს, უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ სტატისტიკას და გადაწყვეტებს მსს-ების მხარდასაჭერად, და კლასტერებთან, ასოციაციებთან და სხვა შუამავლებთან ერთან ცოდნის ქსელების ჩამოყალიბებაზე ითანამშრომლებს. გარდა ამისა, პროექტი მხარს დაუჭერს ციფრული ინოვაციის არსებულ და ახალ ჰაბებს, რომლებიც უშუალოდ გასცემენ გრანტებს, ახორციელებენ სასწავლო ვიზიტებს და კონსულტაციებს.
- ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) პოლიტიკის ანალიზის სპეციალისტმა სალომე უილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება მსს-ების ციფრული გარდაქმნასა და უნარებზე. ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) ქვეყნებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს: რჩევები პოლიტიკურ საკითხებზე ანალიზის, მონიტორინგის და შედარებითი ანალიზის საფუძველზე OECD-ს საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, რეგიონული დიალოგის პლატფორმა და პოტენციალის შექმნა, სამინისტროებთან, კერძო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ეს ჩარჩო ითვალისწინებს ტექნოლოგიურ ადაპტაციას და ციფრულ კულტურას, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებელ კომპონენტებს, და ამ პროცესში – უნარებს, როგორც სექტორთაშორის ელემენტს. 2021 წლის რეგიონულმა ანგარიშმა გამოავლინა, რომ ციფრული სერვისების გამოყენება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩამოუვარდება ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის დონეს; ამიტომ საჭიროა სახელმწიფო და კერძო პარტნიორული ორგანიზაციების არსებობა და ადგილობრივი ეკოსისტემები და საზოგადოება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მსს-ების წვდომას ციფრულ უნარებზე. მიმდინარე პროექტები უზრუნველყოფს ციფრულ უნარებთან დაკავშირებული პოლიტიკის შედარებით შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 2024 წლის მსს-ების პოლიტიკის ინდექსის ფარგლებში, ასევე ქვეყნებზე მორგებულ მხარდაჭერას სომხეთისა და უკრაინისთვის.
- მსოფლიო ბანკის უფროსმა ეკონომისტმა ფრანსისკო მორაეს ლეიტო კამპოსმა განიხილა დიაგნოსტიკის მნიშვნელობა რეალური პრობლემების გასააზრებლად თითოეულ სექტორში მსს-ების ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. მსოფლიო ბანკის კვლევებმა ტექნოლოგიების ათვისებასთან დაკავშირებით კომპანიების დონეზე მთელ მსოფლიოში, სიღრმისეულად განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი და ქვეყნების წინსვლის პოტენციალი; მაგალითად, საქართველოში სასტუმრო ბიზნესში უფრო მეტი კომპანია სარგებლობს კლიენტებთან ურთიერთობის მართვის საშუალებებით, ხოლო საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორის მსს-ები ამ საშუალებებს არ იყენებენ. მნიშვნელოვანია ინტერვენციების ტესტირება და კონცეფციების დადასტურება სწორი, ეფექტური ინტერვენციების განსახორციელებლად. ფრანსისკო მორაეს ლეიტო კამპოსმა დადებით მაგალითებად მოიყვანა საქართველოს ეროვნული ინოვაციის ეკოსისტემის პროექტის (GeNIE) ტრენინგის პროგრამა და პროექტი Digi Trans, რომელთა ფარგლებში ხდება ციფრული ტრანსფორმაციის მხარდამჭერი პოლიტიკის შექმნა და ტესტირება.
- მოლდოვის მომავლის ტექნოლოგიური საქმიანობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლივია ტურკანუმ დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მოლდოვური კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების საკითხებზე სხვადასხვა სექტორში. მსს-ების და სტარტაპების ციფრული გარდაქმნის საკითხებში წინსვლის მიზნით, ტექნოლოგიების გარდა ეკოსისტემის სხვა ასპექტებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის მეწარმეთა ციფრული კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ფინანსებზე და ინვესტიციებზე წვდომა, მხარდამჭერი სამართლებრივი ჩარჩოები ელ-კომერციის გადასახადებისა და ელ-სერვისებისთვის. მომხსენებელმა გააშუქა ციფრული უნარების ათვისების აუცილებლობა და განაცხადა, „ჩვენ ვამაყობთ ახალ ტექნოლოგიებზე დამყარებული ახალი სამაგისტრო პროგრამების და ახალი სასწავლო კურსების დანერგვით უნივერსიტეტებში, და დღეს სტუდენტები ითვისებენ განახლებულ უნარებს, რომლებსაც ისინი მომავალში გამოიყენებენ“.
იხ. ღონისძიების დღის წესრიგი სრული სახით.
იხ. მომხსენებელთა პრეზენტაციები:
- ირაკლი გაბრიაძე – „აწარმოე საქართველოში“
- იჰორ მარკევიჩი – „უკრაინული სტარტაპის ფონდი“
- არტურას პილიპონისი – პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელი, EY
- სალომე უილი – ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გლობალური ურთიერთობების და თანამშრომლობის დირექტორატი
- ფრანსისკო მორაეს ლეიტო კამპოსი – მსოფლიო ბანკი
დამატებით ინფორმაცია
ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან პროგრამასთან EU4Digital თანამშრომლობით EdTech Hub-ის დაარსების პროცესში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდს
ელ-ფოსტაზე EU4Digital@lt.ey.com.
2022 წლის 27 იანვარს ჩატარდა ინოვაციის პირველი ფორუმი „ინოვაციური გადაწყვეტები სტარტაპის ეკოსისტემების განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.
ინოვაციის ფორუმი წარმოადგენს შესაძლებლობების დამოუკიდებელ ყოველწლიურ ციკლს, რომელიც მიმართულია ინოვაციების და სტარტაპების თემატიკაზე; მისი მიზანია ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებში.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული უნარები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
03/10/2023
პროგრამის EU4DIGITAL ახალი ანგარიში ფართოზოლოვანი კავშირის შესახებ: სატელეკომუნიკაციო კავშირის და ციფრული სფეროს გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონკურენტუნარიანი ფართოზოლო…
გაიგეთ მეტი26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი

03/10/2023
პროგრამის EU4DIGITAL ახალი ანგარიში ფართოზოლოვანი კავშირის შესახებ: სატელეკომუნიკაციო კავშირის და ციფრული სფეროს გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კონკურენტუნარიანი ფართოზოლო…
გაიგეთ მეტი
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი