ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის კვირა: დაახლოება ციფრული კავშირების საშუალებით
თარიღი: 09/10/20
2020 წლის 5 ოქტომბერს ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრის პირველ დღეს დაესწრო 180-ზე მეტი მაღალი რანგის მონაწილე მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან, ინიციატივის EU4Digital ფარგლებში მიმდინარე პროგრამებიდან ინფორმაციის მიღების და რეგიონში ციფრულ სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით. საკოორდინაციო კომიტეტის წლევანდელი შეხვედრა 5-9 ოქტომბერს ჩატარდა ვირტუალურ ფორმატში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.
ინიციატივის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მისი პროგრამების მიმართულებაა ფართოზოლოვანი კავშირის გაუმჯობესება, სამეცნიერო წრეების დაკავშირება და ციფრული ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციის წესები, ნდობა და უსაფრთხოება, და ელექტრონული ჯანმრთელობა, მუშაობა რეალური სარგებლის მოსატანად მოქალაქეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
პირველი დღე დაიწყო ევროკავშირის ციფრული პოლიტიკის დღის წესრიგის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მისი განხორციელების მეთოდების პრეზენტაციით. ევროკომისიის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატის (DG CONNECT) წარმომადგენელმა ბ-ნმა დევიდ რინგროუზმა გააშუქა ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის ისეთი მიღწევები, როგორიცაა როუმინგზე ფასების გაუქმება ევროკავშირში, სპექტრის კოორდინაციის გაუმჯობესება, ევროპის მაღალმწარმოებლური კომპიუტერული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტექნოლოგიის გაუმჯობესება. „ჩვენი ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 70 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლოს ერთიანი ციფრული ბაზრით ციფრული ბაზრის ჰარმონიზაციის ინიციატივების საშუალებით“, აღნიშნა ბ-ნმა რინგროუზმა.
COVID-19 პანდემიამ ნათელი მოჰფინა ციფრული სფეროს მნიშვნელობას: ევროსაბჭომ ახლახან დაამტკიცა დასკვნების ჯგუფი ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის მომავლის შესახებ, ამ სწრაფად მზარდი სექტორის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე. გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსების მინიმუმ 20%, განთავსებული აღდგენის და სტაბილურობის ინსტრუმენტის (Recovery and Resilience Facility) ფარგლებში COVID-19-ზე რეაგირებისთვის, ხელმისაწვდომი იქნება ციფრული გარდაქმნისათვის ევროპულ საზოგადოებაში.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელმა ბ-ნმა მატიე ბუსკემ, რომელიც პირველი დღის შეხვედრების მოდერატორი იყო, კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ციფრულ სექტორში: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ტრანსფორმაცია ევროკავშირის დახმარების უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომელიც უზრუნველყოფს ზრდის მასშტაბის გაფართოებას, სამუშაო ადგილების შექმნას და პარტნიორი ქვეყნების განვითარების მხარდაჭერას“, აღნიშნა მან. მართლაც, სტაბილური ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ერთ-ერთია იმ ხუთი ძირითადი ამოცანიდან, რომლებიც განსაზღვრავს ევროკავშირის პოლიტიკას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მიმართ ახლო მომავალში.
საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის კვირამ მისცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითად მონაწილე მხარეებს დისკუსიაში ჩართვის და რეგიონის სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის საშუალება ციფრულ სექტორში. შეხვედრის პირველი დღის სესიებზე მონაწილეებს შორის წარიმართა კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარე ვითარების და წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მომდევნო დღეებში გაიმართა დისკუსიები მომავალი ციფრული პრიორიტეტების შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ხოლო მოგვიანებით, კვირის დასასრულისკენ, საფუძვლიანად იყო განხილული ინიციატივის EU4Digital თემატური საკითხები. დამატებითი ინფორმაცია ინიციატივის EU4Digital შესახებ იხილეთ ინიციატივის EU4Digital ვებსაიტზე
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.