Cloud ვორქშოფი მთავარი პროვაიდერების, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების მონაწილეობით

  • თარიღი: 11/03/20
  • გააზიარეთ:

Cloud მენეჯერები ევროპის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებიდან და Cloud წამყვანი მომწოდებლები შეიკრიბნენ სხვადასხვა სახის ტრენინგის ჩასატარებლად ვორქშოფის განმავლობაში, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების EaPConnect და GÉANT მიერ.

მონაწილეების შეხვედრა ჩატარდა 4-5 მარტს ნიქოზიაში (კვიპროსი); მათ კომპანია CyNet მასპინძლობდა. ღონისძიება ჩატარდა ცოდნის გაზიარების მხარდასაჭერად ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელებს (NREN) შორის.

GÉANT ქსელის Cloud გუნდმა სწავლის და განვითარების გუნდთან (GLAD) თანამშრომლობით წარმოადგინა GÉANT ქსელის Cloud პორტფოლიო, რიგი ხელმისაწვდომი საშუალებები, და ის უნარები და ცოდნა, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილებების მისაღებად Cloud სერვისების შესახებ.

მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება ენახათ და განეხილათ უახლესი Cloud ტექნოლოგიები კომპანიების AWS, Microsoft და Google ექსპერტებთან ერთად, და გაეგოთ მათი მიდგომები Cloud-ის განხორციელებისადმი. ამ სამი პროვაიდერის დასწრებამ უდიდესი სარგებლობა მოუტანა ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის (NREN) Cloud მენეჯერებს. პრეზენტაციებზე დამსწრეებს მიაწოდეს მაღალი დონის თვალსაზრისი Cloud-ის გამოყენების თაობაზე ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) კლიენტებისთვის, და განიხილეს Cloud-ის განხორციელების გამოყენების ვარიანტების ტექნიკური დეტალები და მაგალითები.

“ვორქშოფი წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას მიგვეღო ინფორმაცია უმსხვილესი Cloud პროვაიდერების შიდა ციფრული ქსელის არქიტექტურის (DNA) შესახებ, და გავცნობოდით მათ გაყიდვების ფილოსოფიას და სერვისების განვითარების სტრატეგიას“,  აღნიშნა კომპანიის BASNET წარმომადგენელმა ალექსეი ბელოცერკოვსკიმ ბელარუსიდან.

ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) წრეში ცოდნის და გამოცდილების გაზიარება საშუალებას აძლევს მათ უსწრაფესად აითვისონ, თუ როგორ შეიძლება Cloud სერვისების ყველაზე უკეთ განხორციელება სამეცნიერო კვლევის და განათლების მიზნით.

პროექტის EaPConnect მიზანია რეგიონული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის შექმნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ზოგადი ამოცანაა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში უთანასწორობის შემცირება, ინტრა-რეგიონული კავშირების გაუმჯობესება და ადგილობრივი მეცნიერების, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო კოლაბორაციებში.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა