ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიები პანდემიის პრობლემის გადასაჭრელად
თარიღი: 24/11/20
ევროკავშირი აფინანსებს 13 პროექტს, რომელთა ინოვაციური მიდგომების საფუძველია ციფრული მეთოდები და ხელოვნური ინტელექტი; ამ პროექტების მიზანია ახალი გადაწყვეტების მოწოდება ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად, COVID-19-ის სწრაფი აღმოჩენა და მისი გავრცელების პრევენცია, და ინტენსიური თერაპიის გაუმჯობესება – ეს ყველაფერი COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მხარდასაჭერად.
COVID-19-ის პანდემიამ გამოააშკარავა მაღალი ხარისხის მონაცემთა, ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკური საშუალებების საჭიროება. ეს ტექნოლოგიები იყო ჯანმრთელობის ამ მოულოდნელ და მძიმე საფრთხეზე ევროკავშირის რეაგირების ძირითადი ნაწილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზადყოფნის და რეაგირების გასაძლიერებლად, ასევე ჯანდაცვის ციფრული მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების და ბაზარზე დანერგვის დასაჩქარებლად პრევენციის გაუმჯობესების და მკურნალობის ოპტიმიზაციის მიზნით, ევროკომისიამ გამოაცხადა კონკურსი პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ სოციალური გამოწვევა 1-ის ფარგლებში, რომელიც COVID-19-ის პრობლემის გადაჭრაზეა ორიენტირებული.
მომდევნო 24 თვის განმავლობაში 13 შერჩეული პროექტი, რომელთა საერთო დაფინანსება 55,2 მილიონი ევროა, უზრუნველყოფს გადაწყვეტების მოწოდებას ოთხ შემდეგ დამატებით სფეროში:
ტელემედიცინის გამოყენება COVID-19-ის საწინააღმდეგო ინტენსიური თერაპიის მხარდასაჭერად
ახალი აპარატების და საშუალებების მოწოდება COVID-19-ის დიაგნოსტიკის დაჩქარების, გაიაფების და გამარტივების მიზნით
ტელემედიცინის და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პაციენტების დიაგნოსტიკის და უსაფრთხო მონიტორინგისთვის, და ჯანდაცვის სისტემის ტვირთის შესამსუბუქებლად
ჯანდაცვის მუშაკების დაცვა ახალი ტექნოლოგიების საშუალებით
მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი პირველი საპილოტე მოდელები ხელმისაწვდომი გახდება მომავალი 6-12 თვის განმავლობაში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.