ელექტრონული კომერცია, ანუ ე-კომერცია, გულისხმობს საქონლის გაყიდვას ელექტრონული ტრანზაქციების საშუალებით, რომლებიც კომპიუტერულ ქსელებზე ხორციელდება. ევროკავშირი არის ერთიანი ბაზარი, რომელიც იძლევა საქონლის და სერვისების თავისუფალი გაცვლის საშუალებას მის წევრ სახელმწიფოებს შორის; მაგრამ საქონლის და სერვისების მარტივად გაცვლა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შეუძლებელია განსხვავებების არსებობის გამო ე-კომერციის კანონმდებლობაში, სტანდარტებსა და ეკოსისტემაში.
მაგალითად, ევროკავშირის კომპანიები, რომლებიც ვაჭრობენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ საქონელი ემორჩილება უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს. მაგრამ ისინი აწყდებიან დაბრკოლებებს იმის გამო, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სტანდარტები და კანონმდებლობა არ არის ჰარმონიზებული.
გარდა ამისა, 2021 წელს ევროკავშირმა დანერგა ე-კომერციის დღგ-ს ახალი პაკეტი. ეს ვრცელი რეფორმა გავლენას ახდენს ე-კომერციის პროცესებზე მთელ ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ბიზნესი და მთავრობები არ არიან საკმარისად ინფორმირებული მისი გავლენის შესახებ. ამ ახალ რეალობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სჭირდებათ მხარდაჭერა გარდაქმნის და ელექტრონული კომერციასთან ადაპტაციის მიზნით.
პროგრამის EU4Digital’s ე-კომერციული საქმიანობა იძლევა რეკომენდაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან დაუბრკოლებელი ელექტრონული ვაჭრობისთვის, ფოკუსირებით ჰარმონიზაციაზე სამ სფეროში, კერძოდ:
- კანონმდებლობა
- სტანდარტები
- ე-კომერციის ეკოსისტემა
ამ რეკომენდაციების მიზანია:
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ბარიერების აღმოფხვრა;
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის მოცულობის გაზრდა;
- ცნობიერების ამაღლება და პარტნიორი ქვეყნების მომზადება ევროკავშირის 2021 წლის ცვლილებებისთვის ე-კომერციის სფეროში.
მაქსიმალური სარგებლობის მოსატანად ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნაიორობის ქვეყნებისთვის, ჩატარდა ანალიზი კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიკაციისთვის, და საპილოტე გადაწყვეტის შემუშავების და დაწყებისთვის ამ პრობლემების გადასაჭრელად. ამის შედეგად პროგრამამ EU4Digital დაიწყო ე-კომერციის საპილოტე პროექტი, რომელიც ქმნის ეროვნულ ვირტუალურ საწყობებს სამ საპილოტე ქვეყანაში – აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში. საპილოტე პროექტი ეხმარება საცალო მოვაჭრეებს, ბაზრებს, მიწოდების ოპერატორებს და საბაჟოს პროდუქტების განთავსებაში საზღვარგარეთ გაყიდვის და სახელმწიფოთაშორისი მიწოდების გამარტივების მიზნით.
ვირტუალური საწყობი ე-კომერციული გაყიდვებისთვის არეგისტრირებს მონაცემებს პროდუქტების შესახებ იმ ფორმატში, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის და საერთაშორისო მოთხოვნებს. საწყობში რეგისტრაციისთანავე შესაძლებელია პროდუქციის განთავსება საერთაშორისო ონლაინ კომერციის ნებისმიერი რაოდენობის ვებსაიტზე, როგორიცაა eBay ან Etsy; ხოლო სტანდარტიზებული მონაცემები საშუალებას აძლევს საფოსტო სერვისებს დაიწყონ მიწოდება, და უზრუნველყოფს დაუბრკოლებელ საბაჟო პროცედურებს სახელმწიფოებს შორის.
დამატებითი ინფორმაცია ე-კომერციის საპილოტე პროექტის შესახებ:
კლიკი ვაჭრობისთვის: პროგრამა EU4Digital ეხმარება აზერბაიჯანს მოემზადოს ე-კომერციისთვის