
Home / Stay Informed /
როგორ ეხმარება ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) და სანდოობის სერვისები ციფრული სფეროს განვითარებას?
Date: 22/04/20
სანდოობა ინოვაციის და თანამშრომლობის საფუძველია. ციფრულ სამყაროში კიბერუსაფრთხოება და სანდოობის ხელშემწყობი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია იმ საბაზისო პირობების შესაქმნელად, რომელშიც ციფრულ ეკონომიკა და საზოგადოება შეძლებს უსაფრთხო განვითარებას და სარგებლობის მოტანას.
ციფრული სანდობის სერვისები და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისები ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლის დაჩქარებას სოციალურ სფეროსა და ბიზნესს შორის, და შეადგენს ძირითად ელემენტებს უსაფრთხო და ეფექტიანი ონლაინ ტრანზაქციების განსახორციელებლად. სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისები ახდენს პროცესების ოპტიმიზაციას, ამცირებს დამოკიდებულებას ქაღალდზე, იცავს მონაცემებს, ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და იძლევა ციფრული სერვისების უსაფრთხოდ გამოყენების საშუალებას; ეს ყველაფერი კი არის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის. გარდა ამისა, სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისებს არსებითი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოთაშორისი ტრანზაქციებისა და ოპერაციებისთვის, რითაც ისინი ქვეყნებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას და ეკონომიკური კავშირების შექმნას უწყობენ ხელს. სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების დანერგვა მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯია ციფრული ტრანსფორმაციის განხორციელების პროცესში. ქვეყნებში დანერგილი სანდოობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების პირობებში მოქალაქეებს და ბიზნესს შეუძლიათ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი ციფრული გარემოთი სარგებლობა. ეკონომიკის ზრდის გარდა, ეს იწვევს სამთავრობო სერვისების გაუმჯობესებას და მოქალაქეთა ჩართულობას.
- ნდობა და უსაფრთხოება