
Home / Stay Informed /
რა არის ელ-საბაჟო და რა უპირატესობები აქვს მას?
Date: 24/04/20
ელ-საბაჟო ნიშნავს საბაჟო ინფორმაციის ავტომატიზებულ გაცვლას ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სუბიექტებსა და საბაჟო უწყებებს შორის.
საბაჟოზე საქონლის მოძრაობასა და საბაჟო ურთიერთქმედებებში შეფერხებები ხშირად გამოწვეულია არაადეკვატური ავტომატიზაციით და კომუნიკაციით, და მისი შედეგია საბოლოო მყიდველისთვის პროდუქციის დაგვიანებით მიწოდება. პროგრამის EU4Digital ელ-ვაჭრობის თემატური სფეროს ელ-საბაჟოს საპილოტე პროექტი მოწოდებულია ამ პრობლემების გადასაჭრელად შემდეგი მეთოდებით: თანამშრომლობის მოდელები, ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა და ოპტიმიზებული ურთიერთქმედებები საბაჟო ოფისებთან, რაც ამცირებს სავაჭრო ხარჯებს და აჩქარებს მიწოდებას.
პროგრამამ EU4Digital შეარჩია SEED (ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლა) გადაწყვეტა, როგორც მაქსიმალურად შესაბამისი ელ-საბაჟოს საპილოტე პროექტისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და რეგიონში წარმატებით დანერგილ გადაწყვეტას SEED ახასიათებს დადასტურებული უსაფრთხოება და მონაცემთა სტანდარტები, ეროვნულ სისტემებთან მარტივი ადაპტაცია, და მოქნილობა ფუნქციებსა და მონაცემთა გაცვლის მოთხოვნებში. მან ეფექტიანად გადაჭრა ისეთი პრობლემები, როგორიცაა შემცირებული ფასი, გასვლის ყალბი დადასტურება, დარღვევები სატრანსპორტო დოკუმენტებში და საბაჟო სამართალდარღვევები.
ელ-საბაჟოს ამ საპილოტე პროექტის მიზანია ელექტრონული საბაჟო მონაცემების გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. პროექტის დასაწყისში ფუნქციური შესაძლებლობები და მონაცემთა პაკეტების რაოდენობა შეზღუდული იყო. უკრაინასა და რუმინეთს შორის ელ-საბაჟოს საპილოტე პროექტის წარმატებით განხორციელებამ საბაჟოს მონაცემთა გაცვლის, განბაჟების, რისკის შეფასების და ქვეყნებს შორის თანამშროლობის პროცესების გაუმჯობესება გამოავლინა. საპილოტე პროექტის შედეგად მომზადდება რეკომენდაციები გადაწყვეტის სრულმასშტაბიანი დანერგვისა და რეპლიკაციისთვის რეგიონში.
- ელექტრონული ვაჭრობა