
Home / Stay Informed /
რა არის ე-საბაჟო და რა სარგებლობა მოაქვს მას?
Date: 24/04/20
ე-საბაჟო გულისხმობს საბაჟო ინფორმაციის სისტემატურ და ავტომატურ გაცვლას ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს და საბაჟო უწყებებს შორის (მაგ ინფორმაციის გაცვლა ცარიელი სატვირთო ავტომანქანების, რისკის შეფასების, მონაცემთა შესაბამისობის, საბაჟო კონტროლის შედეგების შესახებ).
როდესაც ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს საქონელი გადააქვთ საზღვრებზე და ურთიერთობენ საბაჟო ოფიცერთან, მათ უწევთ ლოდინი იმის გამო, რომ არ არსებობს ავტომატიზაცია და დროული კომუნიკაცია საბაჟო ოფისებს შორის. ამის შედეგად საბოლოო მყიდველი დაგვიანებით იღებს საქონელს. აღნიშნულის მიზეზებია:
- საბაჟო ინფორმაციის მიღება არ ხდება დროულად, რის გამოც არაეფექტურია უსაფრთხოების და უშიშროების რისკის მენეჯმენტი საბაჟოსა და ბიზნესისთვის;
- არ არის დანერგილი მონაცემთა ავტომატური შესაბამისობა (მაგ. შესაბამისობა, თუ დეკლარაციის ინფორმაცია გამგზავნ და დანიშნულების ქვეყნებში ერთი და იგივეა);
- არ ხდება ჩასვლის-წინა ინფორმაციის გაცვლა (მაგ. როდესაც ტვირთი მიდის საზღვრის გადაკვეთის პუნქტთან, საზღვრის გადაკვეთამდე გადამზიდველი რისკის შეფასების დასრულებას უნდა დაელოდოს).
ე-საბაჟოს საქმიანობა ამარტივებს ამ პრობლემებს ბიზნესისა და მთავრობებისთვის თანამშრომლობის საჭირო მოდელების შეთავაზებით (მაგ. თანამშრომლობის პროცესები, კომუნიკაციის სისტემები), რაც ინფორმაციის ეფექტიანად გაზიარების და გაცვლის საშუალებას იძლევა. ეს ოპტიმიზაციას უწევს საბაჟო ოფისებთან ურთიერთობას ვაჭრობის ფასების შემცირების და საქონლის და სერვისების მიწოდების დაჩქარების მიზნით.
პროგრამამ EU4Digital გააანალიზა არსებული მეთოდოლოგიები და მათი გამოყენების შესაძლებლობა ამ რეგიონში, და ე-საბაჟოს საპილოტე პროექტისთვის ყველაზე შესაბამის ალტერნატივად ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლა (SEED) შეარჩია. SEED, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებმა ევროკავშირის დაფინანსებით დანერგეს, გულისხმობს შემდეგს:
- დადასტურებული უსაფრთხოება
- მონაცემთა სტანდარტები
- ადვილი ადაპტაცია ეროვნულ სისტემებთან
- მოქნილობა ფუნქციური შესაძლებლობების და მონაცემთა პაკეტების გაცვლის მოთხოვნების კუთხით.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ელექტრონულ მონაცემთა სისტემატური გაცვლის (SEED) საშუალებით წარმატებით გადაიჭრა შემდეგი პრობლემები:
- საქონლის ფასის შემცირება ზედნადებების ჩანაცვლებით და საბაჟო ფასის შემცირება საბაჟოზე შესვლისას.
- დატვირთული სატვირთო ავტომანქანების გასვლის ყალბი დადასტურება (დღგ-ს ანაზღაურებასთან დაკავშირებული დარღვევები)
- სატრანსპორტო დოკუმენტების გამოყენებასთან/ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები (მაგ. ATA carnets)
- სერიოზული საბაჟო დანაშაულების გამოვლინება, მაგ თამბაქოს და ნარკოტიკების კონტრაბანდა.
საპილოტე პროექტის მიზანია ელექტრონულ მონაცემთა გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო უწყებებს შორის. ეს არის საწყისი პუნქტი თავდაპირველი (შეზღუდული) ფუნქციური შესაძლებლობების და მონაცემთა პაკეტების პილოტირებისას.
ე-საბაჟოს საპილოტე პროექტმა უკვე წარმატებით გაიარა ტესტირება ბელარუსის და ლიეტუვის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის. დამატებითი ინფორმაცია: საპილოტე პროექტის დაწყება საექსპორტო მონაცემთა პაკეტის გაცვლისათვის ბელარუსს და ლიეტუვას შორის.
პილოტირება ხელს უწყობს საბაჟო მონაცემთა გაცვლის პროცესის გაუმჯობესებას საბაჟო ოფისებს შორის, და უჩვენებს პოტენციურ პროგრესს განბაჟების, რისკის შეფასების და საზღვრისპირა საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობის პროცესებში. ამის შედეგად, მომზადდა რეკომენდაციები ამ გადაწყვეტის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტის დუბლირებას რეგიონის სხვა ქვეყნებში.
- ელექტრონული ვაჭრობა