რა არის ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივა და როგორ შეუძლია მას დაეხმაროს ინოვაციას რეგიონში?

  • თარიღი: 24/04/20
  • გააზიარეთ:

ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივა (DISC) თავდაპირველად განხორციელდა ევროპის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში და მისი მიზანია საინვესტიციო ხარვეზების დაძლევა ციფრული ინოვაციების სფეროში და ციფრული სტარტაპების საწარმოო მასშტაბების გაძლიერების (სქეილ-აფ) მხარდაჭერა რეგიონში.

ამ მიდგომის საფუძველზე, ევროკომისიის მიზანია მსგავსი ინიციატივის საჭიროების და განხორციელების შესაძლებლობების განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნულის მისაღწევად პროგრამამ EU4Digital დაიწყო ახალი აქტივობა -„ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის (DISC კვლევა) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

ბაზრის შეფასება ხელს შეუწყობს ევროკომისიას საინვესტიციო ხარვეზების დადგენაში და იქნება საფუძველი განიხილოს DISC-ის მსგავსი ინიციატივის (ევროკავშირის განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი) დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ეს დაეხმარება ადგილობრივ მოწინავე ტექნოლოგიურ სტარტაპებს და სქეილაპებს, გააუმჯობესებს მათ წვდომას ფინანსებზე და მათ განვითარებას რეგიონში.


ბარათები

იხილეთ ყველა