პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტი: აქცენტი ძირითად პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ და სამომავლო საკითხებში

  • თარიღი: 05/10/20 – 09/10/20
  • გააზიარეთ:

ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრა COVID-19-ით გამოწვეული შეზუდვების გამო დისტანციურად ჩატარდება. ის უმასპინძლებს ვირტუალური სესიების სერიას 5-9 ოქტომბრის კვირის განმავლობაში, და ყურადღებას გაამახვილებს როგორც პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების განხილვაზე, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პრიორიტეტების და პერსპექტიული გეგმების განხილვაზე ციფრულ სექტორში.

პირველი დღეს, დილით, განიხილავენ გასულ პერიოდში ინიციატივის EU4Digital ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. დღის მეორე ნახევარი დაეთმობა პროექტის დაწყებას “EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება” (EaPConnect2), რომელიც აერთიანებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებს ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ციფრულ სფეროში არსებული განსხვავებების შემცირების გზით.

მეორე დღე დაეთმობა ერთობლივ კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ 2020 წლის შემდეგ და ორ პანელურ დისკუსიას, რომლებიც შეკრებს წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მათი პრიორიტეტების და იმ სარგებლობის განსახილველად, რომლის მოტანა შეუძლია ციფრულ ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით COVID-19-ის ბოლოდროინდელი პანდემიის ფონზე.

თემატური სესიები ჩატარდება ღონისძიების მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეების განმავლობაში. ამ სესიებზე დეტალურად იქნება წარმოდგენილი მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო გეგმები პროგრამის EU4Digital შემდეგი ექვსი საკითხის ფარგლებში: ტელეკომუნიკაციის წესები (მათ შორის ეროვნული მარეგულირებლების დამოუკიდებლობა, სპექტრის ჰარმონიზაცია, ფართოზოლოვანი კავშირის განვითარება და მუშაობა როუმინგის ტარიფების ჰარმონიზაციისთვის); ე-ვაჭრობა (მათ შორის ე-კომერცია, ე-საბაჟო და ე-ლოგისტიკა); ციფრული ნდობა და კიბერუსაფრთხოება; ციფრული უნარები, ციფრული ინოვაცია და სტარტაპის ეკოსისტემები და ე-ჯანმრთელობა. საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის პარალელურად ჩატარდება ვირტუალური ღონისძიებების სერია, რომელთა მიზანია ციფრული დღის წესრიგის და მონაწილე მხარეთა ჩართულობის ხელშეწყობა რეგიონში. ამ ღონისძიებებზე ერთმანეთს შეხვდებიან ციფრული სფეროს ექსპერტები, პროფესიონალები და პოლიტიკის დამსახველები საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად. ზოგიერთი განსახილველი საკითხი მოიცავს შემდეგს:  როგორ დაჩქარდეს 5G დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში; მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის ასოციაციების ინტეგრაცია ევროკავშირის და გლობალურ ქსელებში;  ე-მიწოდების ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის სტრუქტურული ელემენტების პრაქტიკული წარდგენა და სხვა.

მოვლენები

იხილეთ ყველა