2020 წლის ივნისში პროგრამის EU4Digital ე-კომერციის გუნდმა მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია – დაწერა საბაზისო ანგარიში სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის შესახებ ევროკავშირში, რომელიც წარმოადგენს შედარებით ანალიზს ე-კომერციაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამ შეფასების შემდეგ შემუშავდება რეკომენდაციები ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის.
რას წარმოადგენს ევროკავშირის ე-კომერციის საბაზისო ანგარიში?
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა დაწერეს ეს ანგარიში პროგრამის EU4Digital
ე-კომერციული აქტივობის ე-ვაჭრობის თემატური სფეროს ფარგლებში.
ე-კომერციის საბაზისო ანგარიში აღწერს საქმის ვითარებას ევროკავშირში – უჩვენებს, როგორ მუშაობს ე-კომერცია სამ სფეროში, კერძოდ, საკანონმდებლო, სტანდარტების და ე-კომერციის ეკოსისტემის სფეროებში. ეს ანგარიში პასუხობს კითხვას, თუ როგორ მუშაობს ე-კომერცია ევროკავშირში, და მას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯი – პასუხი კითხვაზე, თუ რა და როგორ უნდა იქნას ჰარმონიზებული ე-კომერცია ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
ევროკავშირის დასრულებული საბაზისო ანგარიში არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რადგან ის უზრუნველყოფს შემდეგს:
- სტრუქტურირებულ შეხედულებას ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის და ნორმების შესახებ ე-კომერციაში არსებული საქმის ვითარების გასაანალიზებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
- ბაზისს ხარვეზების ანალიზის და რეკომენდაციებისთვის სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ჰარმონიზაციის მიზნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის.
როგორ გამოიყენება ექსპერტების ცოდნა საწყისი ანგარიშის ფორმირებისთვის
ეს ანგარიში დაიწერა ევროკავშირის წამყვან ექსპერტებთან თანამშრომლობით. მათ მიერ ანგარიშის დაწერაში შეტანილი წვლილი ეყრდნობოდა მათ მდიდარ გამოცდილებას შემდეგ საკითხებში:
- მონაწილეობა ევროკავშირის ე-კომერციის კანონმდებლობის სამუშაო ვერსიის შექმნასა და მიმოხილვაში;
- მონაწილეობა ე-კომერციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა უნივერსალური საფოსტო კავშირი და ე-კომერციის ასოციაციები;
- ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ე-კომერციის პროცესების პრაქტიკული ცოდნა.
გარდა ამისა, ე-კომერციის სამუშაო ჯგუფმა წამოადგინა საკუთარი მოსაზრება საბაზისო ანგარიშის შემუშავების დროს. სამუშაო ჯგუფში შედიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა განიხილეს საბაზისო ანგარიში EU4Digital: ე-ვაჭრობის ქსელი, მე-8 სემინარის ღონისძიების განმავლობაში.
საბაზისო ანგარიშის მნიშვნელოვანი ასპექტები
ევროკავშირის საბაზისო ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ჰარმონიზაციის მნიშვნელოვან ასპექტებზე:
- 70 ძირითადი ასპექტი განისაზღვრა საკანონმდებლო სფეროში. ეს მოიცავს შემდეგ ასპექტებს: მომხმარებელთა დაცვა, ამანათების ადგილზე მიტანა, უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) ვალდებულებების ძირითადი ასპექტები, ქსელის და საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოება, გეობლოკირება, მონაცემთა დაცვა, ონლაინ შუამავლების პასუხისმგებლობა და სხვა სფეროები.
- 40 ძირითადი ასპექტი განისაზღვრა სტანდარტების სფეროში. აღნიშნული მოიცავს ასპექტებს ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) საქმიანობიდან ისეთ საკითხებში, როგორიცაა სერვისების ხარისხი, ოპერაციული თავსებადობა, უახლესი ელექტრონული მონაცემები და ციფრული საბაჟო პრე-დეკლარაციები ცალკეული საქონლის დონეზე. ეს ასპექტები ასევე მოიცავს ოპერაციულ თავსებადობას სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) და უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) სტანდარტებს შორის.
- 45 ძირითადი ასპექტი განისაზღვრა ეკოსისტემის სფეროში. აღნიშნული მოიცავს ასპექტებს შემდეგი სფეროებიდან: სახელმწიფოთაშორისი მიწოდების ჯაჭვი, ე-კომერციის სფერო, დაბეგვრა, გადასახადები, ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი.
საბაზისო ანგარიში იძლევა აღნიშნული სამივე სფეროს ღრმა ანალიზს:
- კანონმდებლობა: ე-კომერციის საკანონმდებლო პაკეტს დიდი ზეგავლენა ექნება ე-კომერციაზე, როდესაც ის ძალაში შევა 2021 წლის ივლისში. ეს მოიცავს ახალ წესებს კომერციული საქონლის გადასატანად საზღვარზე, გარდა ამისა ის აწესებს ახალ პროცესებს გადასახადების გადასახდელად იმპორტის ერთი ფანჯრის პრინციპის სისტემით.
- სტანდარტები: საზღვარზე კომერციული საქონლის გადატანის ძირითადი სტანდარტები. ეს მოიცავს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის (CEN) სტანდარტების და უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) სტანდარტების გამოყენების მიზანშეწონილობას და ოპერაციულ თავსებადობას. ე-კომერციის ტრანზაქციიდან გამომდინარე, შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა სტანდარტები.
- ე-კომერციის ეკოსისტემა: სასაზღვრო მიწოდების ჯაჭვის ახალი პროცესები. 2021 წლის ივლისის შემდეგ ე-კომერციის პაკეტს შემოაქვს ახალი პროცესები
ე-კომერციის ეკოსისტემისთვის. ამ პროცესებს ესაჭიროება ახალი მონაწილე მხარეები. ევროკავშირმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ამ მონაწილე მხარეების ჩართულობა.
როდის გამოვლინდება ამ საქმიანობის სარგებლიანობა
ევროკავშირის საბაზისო ანგარიში წარმოადგენს ე-კომერციის ამ კვლევის საფუძველს. ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მისი სრული ღირებულების და სარგებლიანობის მოლოდინი მას შემდეგ, რაც შემუშავდება რეკომენდაციები სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის. პროგრამის EU4Digital გუნდი გეგმავს ამ რეკომენდაციების შემუშავებას 2020 წლის აგვისტოში. შემდეგ ეს გუნდი გააკეთებს საპილოტე გადაწყვეტის დიზაინს სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული დაგეგმილია 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდში.