სექტემბერში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი აწყობს ე-ჯანმრთელობის ქსელის ონლაინ შეხვედრას, რომლის მიზანია ექვსი პარტნიორი ქვეყნის ქსელის წევრების შეკრება ე-ჯანმრთელობის საქმიანობის ძირითადი შედეგების გასაზიარებლად.
ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი გააზიარებს ძირითად რეკომენდაციებს ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის დასრულებული ზოგადი სახელმძღვანელო რეკომენდაციების და სტანდარტების შესახებ. აღნიშნულის მიზანია პრაქტიკული საკითხების შეთავაზება ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ციფრული ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად რეგიონში.
ღონისძიების მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდება სახელმწიფოთაშორისი ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმაზე. დაგეგმილია, რომ პლატფორმა შეასრულებს თანამშრომლობის და ინფორმაციის გაზიარების ახალი სივრცის ფუნქციას ე-ჯანმრთელობის ქსელის მონაწილე მხარეებისთვის. შეხვედრის განმავლობაში პროგრამის EU4Digital გუნდი შესაბამის წარმომადგენლებს მიაწოდებს ინსტრუქციებს პლატფორმაზე კონტენტის გაზიარების შესახებ და სხვა სათანადო ინფორმაციას.
ღონისძიების მესამე ნაწილში ყურადღება გამახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩართულობაზე ევროკავშირის პროექტებში, პროგრამებსა და ინიციატივებში, კონკრეტულად, მონაწილეობაზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობაში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხებზე (EIP on AHA). პროგრამის EU4Digital გუნდი წარმოადგენს რეკომენდაციებს და სტრატეგიულ გეგმას ქვეყნების მონაწილეობისთვის ევროპული ინოვაციების პარტნიორობის ინიციატივებში აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხებზე, ასევე ადრე ჩატარებული შეფასების შედეგებს.