22 სექტემბერს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი ატარებს ვირტუალურ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრები აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან და პარტნიორები აქტიური და ჯანმრთელი დაბერების (IN-4-AHA) ინოვაციური ქსელებიდან. ინიციატივა აგრძელებს აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის (EIP on AHA) გაერთიანების და მისი ნოვატორული პრაქტიკის მხარდაჭერას.
შეხვედრის პროცესში მონაწილეებს გააცნობენ ე-ჯანმრთელობის ქსელის თანამშრომლობას და მისი ძირითადი მიღწევების მნიშვნელოვან ასპექტებს. მოწვეული სპიკერები წარმოადგენენ აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინოვაციური ქსელების (IN-4-AHA) ახალ გაერთიანებას, და იტალიასა და შოტლანდიაში დანერგილ ინოვაციურ პრაქტიკას.
ღონისძიების დასაწყისში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი მონაწილეებს მოკლედ გააცნობს მომავალ საქმიანობას ე-ჯანმრთელობის სფეროში, რაც მიზნად ისახავს სამომავლო ნაბიჯების ე-ჯანმრთელობის ქსელთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ დისკუსიის შემდეგ ე-ჯანმრთელობის გუნდი მიმოიხილავს პროგრამის EU4Digital
ე-ჯანმრთელობის გუნდის მიღწევებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მოიცავს ევროკავშირის ინიციატივებს (კერძოდ, აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობას (EIP on AHA)). მოწვეული სპიკერი მონაწილეებს გააცნობს აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინოვაციურ ქსელებს (IN-4-AHA), რომელიც ამჟამად ხელს უწყობს აქტიურ და ჯანმრთელ დაბერებას საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, და აგრძელებს აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის (EIP on AHA) გაერთიანების მართვას.
იტალიიდან მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს გააცნობს ტელემედიცინის ინოვაციურ პრაქტიკას, რომელიც რეალურად გამოიყენება ქრონიკული პაციენტების ინტეგრირებულ მზრუნველობაში. შოტლანდიიდან მოწვეული ექსპერტი კი წარმოდგენს პრაქტიკას „Attend Anywhere“, რომელშიც სამედიცინო საკითხებზე კონსულტაციების გასაწევად ვიდეო-კონფერენციის ფუნქცია გამოიყენება.
ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. მისი მიზანია ე-ჯანმრთელობის სფეროს მონაწილე მხარეების შეკრება და ცოდნის გაზიარება იმ ინტერესების შესაბამისად, რომლებიც ე-ჯანმრთელობის ქსელის საქმიანობის გასულ პერიოდში იყო განსაზღვრული.