ბიზნესის ციფრულ სივრცეში გადატანის გზამკვლევი ხელმისაწვდომია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალ ონლაინ პლატფორმაზე რომლიც მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იურიდიულ და ბიზნეს-რეკომენდაციებს სთავაზობს. ამ მომსახურების მიზანია გააუმჯობესოს საწარმოების რეაგირება ახალ გამოწვევებზე COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ.
ბიზნეს-სტრატეგიის, პერსონალის მართვის და ფინანსური საკითხების მხარდაჭერის გარდა, ვებსაიტი მომხმარებელს სთავაზობს ხუთ გზამკვლევს „თქვენი ბიზნესის გადატანა ციფრულ სივრცეში“, კერძოდ:
- ციფრულ სივრცეში გადასვლა: სარგებლობა თქვენი ბიზნესისთვის
- როგორ გადავიტანო ჩემი ბიზნესი ციფრულ სივრცეში?
- ყიდვა და გაყიდვა ონლაინ
- იურიდიული მოთხოვნები თქვენი ონლაინ ბიზნესისთვის
- საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერა და რისკების მენეჯმენტი
გზამკვლევებთან ერთად მოცემულია შაბლონები, რომელთა დახმარებით მომხმარებლები კონცეფციების ყოველდღიურ ოპერაციებში გამოყენებას შეძლებენ.
სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკული მაგალითების ანალიზს საკითხზე ციფრულ სივრცეში გადასვლა ლოგისტიკის და ტრანსპორტის სექტორში
ვებსაიტი ასევე მოიცავს სამ დამოუკიდებელ გვერდს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის, რომლებზეც მოცემულია შესაბამისი ქვეყნისათვის სპეციფიური გზამკვლევები შესაბამისი ქვეყნის ენაზე.
დამატებითი ინფორმაცია
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ონლაინ რესურსი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
თქვენი ბიზნესის გადატანა ციფრულ სივრცეში
კონკრეტული გვერდები საქართველოს, მოლდოვის და უკრაინისთვის