საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მესამე ქსელური ღონისძიება: ინოვაციური კლასტერების განვითარების მხარდაჭერა

  • თარიღი: 14/12/20 – 14/12/20
  • გააზიარეთ:

ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური ღონისძიება 14 დეკემბერს ჩატარდება. ვირტუალური ღონისძიების თემაა “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების კლასტერების ქსელური აქტივობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კლასტერის ორგანიზაციების განვითარების და რეგიონული თანამშრომლობის მხარდასაჭერად”.

ღონისძიების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის კლასტერების და კლასტერის ანალოგიური ორგანიზაციების ცნობადობის გაუმჯობესების და ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმის (ECCP) რეგისტრაციის მხარდაჭერა. გარდა ამისა, ღონისძიების ამოცანა იქნება კლასტერების ორგანიზაციის და განვითარების პრაქტიკული გააზრება და შესწავლა, და კლასტერებს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაუმჯობესება.

ღონისძიების სამიზნე იქნება არსებული ინოვაციური ბიზნეს-კლასტერების და ბიზნეს კლასტერის ანალოგიური ქსელების საჭიროებები; ეს კლასტერები და ქსელები ყალიბდება ბიზნესის და პროფესიული ასოციაციების, ინკუბატორების, აქსელერატორების, მაღალტექნოლოგიური და ტექნო- პარკების, ასევე სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების ირგვლივ, რომლებიც ჩართული არიან კლასტერის პოლიტიკაში და მიზნად ისახავენ ინოვაციური კლასტერების და ინსტრუმენტების განსაზღვრას, მათი განვითარების და ქსელური აქტივობის მხარდაჭერას აღნიშნულ ქვეყნებში.

ღონისძიება დაიწყება კლასტერის პოლიტიკის საფუძვლების მიმოხილვით ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში ევროკომისიის თვალსაზრისით. შემდეგ ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმა, (ECCP) წარმოადგენს, თუ როგორ ეხმარება პლატფორმა კლასტერებს საერთაშორისო ცნობადობის მიღწევაში და მხარს უჭერს ქსელური აქტივობას და თანამშრომლობას ევროკავშირის კლასტერებთან. გარდა ამისა, ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმა წარმოადგენს ექსკლუზიური სერვისების პაკეტს კლასტერებისთვის, და გააზიარებს ინფორმაციას რეგისტრაციის კრიტერიუმების შესახებ. ბოლოს, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის კლასტერები, რომლებმაც მიიღეს ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმის მხარდაჭერა, გააზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და სამუშაო ექსპერტიზას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის ორგანიზების, განვითარების და ინტერნაციონალიზაციის საკითხში.

სესიებზე, რომელთა მოდერატორი იქნება ანა პობოლი, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები და კითხვა-პასუხის სესიები ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ამ დარგის შემდეგი წამყვანი სპიკერების მონაწილეობით:

  • კრისტოფ გიშარი, პოლიტიკის წამყვანი სპეციალისტი ევროკომისიაში (European Commission, DG GROW);
  • იან მაარტენ დე ვეტი, პროექტის მენეჯერი. და ლუსია სილი, პროფილის ვალიდაციის მენეჯერი, ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმა
  • ანდრეი კელემენი, აღმასრულებელი დირექტორი, ClujIT Cluster (რუმინეთ);
  • ლიუდმილა შიიკო, გენერალური დირექტორი, პრეკარპატეთის ეკო-ენერგეტიკული კლასტერი;
  • ალექსანდრე იურჩაკი, გენერალური დირექტორი, საწარმოო ავტომატიზაციის ასოციაცია (უკრაინა);
  • ოლგა შაპოვალი, აღმასრულებელი დირექტორი, ხარკოვის საინფორმაციო ტექნოლოგიების კლასტერი (უკრაინა).

დღის წესრიგი დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

—–

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებები

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საზოგადოებების ჩამოყალიბების მხარდაჭერა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, ამ ღონისძიებების ამოცანაა ბილატერალური და მულტილატერალური კავშირების დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებსა და ევროკავშირის მონაწილე მხარეებს შორის მომავალი სტაბილური ერთობლივი საქმიანობის და პროექტების მხარდასაჭერად. ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს მონაწილე მხარეების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესებას და გაღრმავებას ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ რეგიონში. ამიტომ ღონისძიებების სერიის სამიზნეა ფართო აუდიტორია, მათ შორის წარმომადგენლები და უწყებები სამინისტროების დონეზე, შესაბამისი პოლიტიკის სფეროების ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის სხვა მოთამაშეები.

მოვლენები

იხილეთ ყველა