
მთავარი / იყავით ინფორმირებული / ბიბლიოთეკა
ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მონიტორინგის კვლევა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში
თარიღი: ნოემბერი 2018
კომპანიის KANTOR Management Consultants Consortium მიერ ჩატარებული კვლევის მთავარი თემაა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მონიტორინგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; კვლევა აფასებს სახელმწიფოს საქმიანობას ამ ქვეყნებში შემდეგი კუთხით: იმ მონაცემების ხელმისაწვდომობა, რომლებიც საჭიროა ინდექსის გამოსათვლელად ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელოს “Handbook on constructing composite indicators: methodology and user guide” („კომპლექსური მაჩვენებლების აგების ცნობარი: მეთოდოლოგია და მომხმარებლის სახელმძღვანელო“) გაიდლაინების და რეკომენდაციების საფუძველზე.
ეს კვლევა მოიცავს ქვეყნის მიმოხილვას და განსხვავებების ანალიზს რეკომენდაციების ნაკრებით მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის, იმ მიზნით, რომ გააუმჯობესოს სტატისტიკური მმართველობის დონე და დააახლოვოს ის ევროპულ ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსთან (DESI) დაკავშირებულ მონიტორინგის ჩარჩოსთან. კვლევა მოიცავს ინფორმაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაცემთა შეკრების პროცესებზე და ანგარიშგების პრაქტიკაზე; მასში ფორმულირებულია ევროკავშირის საბაზისო მაჩვენებლები და მოთხოვნები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) და ევროპის ციფრული პროგრესი ანგარიშის (EDPR) მონაცემთა შეკრებისა და ანგარიშგებისთვის. გარდა ამისა, ეს კვლევა იყენებს საბაზისო მაჩვენებლებს ბენჩმარკინგისთვის იმ განსხვავებების შესაფასებლად, რომლებიც არსებობს მონაცემთა შეკრების და ანგარიშგების პრაქტიკას შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირში.
კვლევაში ნაჩვენებია განსხვავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახლახან შეკრებილ სტატისტიკურ ინდიკატორებსა და ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ინდიკატორებს შორის.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
