25-26 თებერვალს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლებისთვის აწყობს რეგიონულ სემინარს „კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და 5G ინსტრუმენტების პაკეტი“.
ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მიერ ორგანიზებული სემინარის მიზანია რეკომენდაციების გაწევა ეროვნულ კანონმდებლობაში ევროკავშირის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩარჩოს ტრანსპოზიციის და 5G ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვის შესახებ.
გარდა ამისა, მოწოდებული იქნება სახელმძღვანელო მითითებები პროცედურების და ინსტიტუციური მოწყობის შესახებ, რომლებიც საჭიროა ქსელების და სერვისების უსაფრთხოების დასანერგად. ექსპერტები ლიტვიდან და საბერძნეთიდან დამსწრეებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას პროცესების ტრანსპოზიციის, ასევე იმ პრაქტიკულ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ წინაშე ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელების პროცესში წარმოიშვა.