5 მარტს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი აწყობს ვირტუალურ ღონისძიებას, რომელზეც შეიკრიბებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრები, რათა განიხილონ მომავალი საქმიანობა და მოუსმინონ შერჩეულ სპიკერებს სამედიცინო ვიზუალიზაციის და დიაგნოსტიკის ინტელექტუალური ავტომატიზაციის სფეროში.
ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი მონაწილეებს მოკლედ გააცნობს ე-ჯანმრთელობის მომავალ საქმიანობას შემდგომი ნაბიჯების შესაბამისობაში მოსაყვანად ე-ჯანმრთელობის ქსელთან. ამ დისკუსიის შემდეგ იქნება პროგრამის EU4Digital პროექტის EaP Connect წარმომადგენლების მოკლე პრეზენტაცია მათი სამუშაოს გასაცნობად ე-ჯანმრთელობის თემაზე.
ღონისძიების მეორე ნახევარში მოისმენენ ორი მოწვეული სპიკერის პრეზენტაციებს თემაზე „სამედიცინო ვიზუალიზაციის და დიაგნოსტიკის ინტელექტუალური ავტომატიზაცია“.
- მოლდოვის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაციის წარმომადგენელი ალექსანდრ გოლუბევი გააკეთებს მოხსენებას თემაზე “ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების (NREN) ინფრასტრუქტურის სწრაფი ადაპტაცია მედიცინაში ციფრული ვიზუალიზაციის და კომუნიკაციის ქსელის (DICOM Network) აპლიკაციის შესაქმნელად“.
- ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელი ვასილი კოვალიოვი გააკეთებს მოხსენებას თემაზე “ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული კომპიუტერული ვებ-სერვისები სამედიცინო ვიზუალიზაციის ანალიზისთვის“.