-
News 21/03/2024
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის G5 კონფერენციაში
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის 5G კონფერენციაში, რომელიც 2024 წლის 30-31 იანვარს ბრიუსელში ჩატარდა. კონფერენცია 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ევროპაში ტელეკომუნიკაციების ინდუსტრიის და 5G ეკოსისტემის განვითარების მიზნით.
გაიგეთ მეტი -
News 14/03/2024
საქართველოში ძალაში შედის მონაცემთა დაცვის ახალი კანონი
2024 წლის 1 მარტიდან საქართველო ეტაპობრივად ნერგავს მონაცემთა დაცვის ახალ კანონს და ქვეყნის კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებთან აახლოებს. ამ კანონს შემოაქვს კონკრეტული ვალდებულებები ბიზნესისთვის, მათ შორის თანხმობის მიღების აუცილებლობა კომერციული ტექსტების გაგზავნამდე; გარდა ამისა, კანონი ადგენს მკაფიო რეკომენდაციებს აუდიო- და ვიდეოგადაღებისთვის. აღსანიშნავია, რომ კანონში დიდი ყურადღება ექცევა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვას.
გაიგეთ მეტი -
News 13/03/2024
მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის EU4Digital სემინარში ევროკავშირის 5G უსაფრთხოების ინსტრუმენტების პაკეტის განსახილველად
2024 წლის 27 მარტს პროგრამა EU4Digital ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ონლაინ სემინარზე აქტივობების დასაწყებად ევროკავშირის 5G უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტრუმენტების პაკეტის დანერგვის მიზნით. პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულება საქმიანობას იწყებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
გაიგეთ მეტი -
News 26/02/2024
„ევროპის ხელოვნური ინტელექტის ოფისი“ ზედამხედველობას გაუწევს ზოგადი დანიშნულების ხელოვნურ ინტელექტს (GPAI)
2024 წლის 24 იანვარს ევროკომისიამ „ხელოვნური ინტელექტის ოფისი“ დააარსა. ხელოვნური ინტელექტის ოფისს ევალება ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადი დანიშნულების ხელოვნური ინტელექტის (GPAI) მოდელების და სისტემების გამოყენებას.
გაიგეთ მეტი -
News 24/02/2024
მოლდოვა 7,5 მლრდ ევროს ღირებულების „ციფრული ევროპის პროგრამას“ მიუერთდება
მოლდოვის „ციფრული ევროპის პროგრამასთან“ მიერთების ხელშეკრულების საშუალებით ბიზნესისა და ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის დაფინანსება ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებისთვის 7.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით 2021-2027 წლებში.
გაიგეთ მეტი -
News 20/02/2024
გაიარეთ რეგისტრაცია: პირველი სამეცნიერო-კვლევითი ფორუმი INATBA „ბლოკჩეინის ჰორიზონტები“
დაიწყო რეგისტრაცია ბლოკჩეინის სანდო აპლიკაციების საერთაშორისო ასოციაციის (INATBA) ბლოკჩეინის ჰორიზონტების პირველ გამოცემაზე, ასოციაციის აკადემიურ, კვლევისა და განვითარების ფორუმზე. ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის 22 მაისს გერმანიის ქალაქ დარმშტადტში; შესაბამისი მასალების წარდგენის საბოლოო ვადაა 28 თებერვალი.
გაიგეთ მეტი -
News 20/02/2024
ახალი ანგარიში: პროგრამის EU4Digital რეკომენდაციები მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ახალი ანგარიში „რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ინდიკატორების დანერგვის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რათა მხარი დაუჭიროს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გამოყენებას.
გაიგეთ მეტი -
Success Stories 30/01/2024
Wine Diamond — მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციის მომავალი ელჩი ევროპაში
გსმენიათ ღვინის ქვების შესახებ? ეს გახლავთ ღვინის მჟავის კალიუმის მარილის კრისტალები, რომლებიც ფერმენტირებად ღვინოში ტემპერატურის დაცემისას გამოიყოფა. სხვადასხვა ფერის ქვებმა შესაძლოა ბრილიანტი მოგაგონოთ. ქართველი მეწარმის თამარ აბულაძისთვის ამის გაფიქრება იყო მეწარმეობის დასაწყისი, შემდეგ კი ძიება ქართული ბრენდის შესაქმნელად და მის გასატანად ევროპულ ბაზარზე, რაც EU4Digital ელ-კომერციის საკონსულტაციო ცენტრის მცირე მხარდაჭერით განახორციელა.
გაიგეთ მეტი -
News 24/01/2024
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აწყობენ ჰაკათონს ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ საზოგადოებაში
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების დახმარებით 2024 წლის 13-14 იანვარს მოეწყო ჰაკათონი „Bridging the Gap“, რომელზეც განხილული და შეთავაზებული იქნა გადაწყვეტები ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უდიდესი გამოწვევების დასაძლევად. მონაწილეებმა შეიმუშავეს მოსაზრებები ხელოვნური ინტელექტის გავლენის შესახებ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა დემოკრატია, განათლება, გარემო, და ასევე მთელი საზოგადოება.
გაიგეთ მეტი