-
28/12/2023
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ
2023 წლის 14–15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე. ეს იყო საეტაპო მომენტი ორივე ქვეყნის ხალხისთვის, რომლებიც მუდმივად გამოხატავდნენ თავიანთ ევროპულ რწმენას. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭების შესახებ.
გაიგეთ მეტი -
20/12/2023
ევროპული საბჭოს რეკომენდაციები ციფრული განათლების და ტრენინგის წარმატებისთვის
2023 წლის 23 ნოემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციების ნაკრები ციფრული განათლებისა და ტრენინგის წარმატების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორების, და განათლებასა და ტრენინგში ციფრული უნარებთა და კომპეტენციებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების შესახებ. ამ პაკეტით საბჭო ჭრის ამოცანას, რომლის მიხედვით საჭიროა განათლება მოერგოს რეალურ ციფრულ ტრანსფორმაციას და ფეხი აუწყოს სწრაფად ცვალებად დროს და ტექნოლოგიებს.
გაიგეთ მეტი -
07/12/2023
ევროპის განათლების ფონდის 2024 წლის გეგმის პრიორიტეტებია ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნები
ევროპის განათლების ფონდი ევროკავშირის ირგვლივ არსებულ ქვეყნებს მათი განათლების, სწავლების და შრომის ბაზრის სისტემების რეფორმირებაში ეხმარება. ევროკავშირის ამ სააგენტოს 2024 წლის სამუშაო პროგრამა ხელს შეუწყობს ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლას და ინოვაციებს განათლებაში; სხვა ამოცანების და სამიზნე სფეროების პარალელურად, ის ორიენტირებული იქნება უკრაინასა და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაზე. ეს სტრატეგიული გეგმა 2023 წლის 24 ნოემბერს დამტკიცდა.
გაიგეთ მეტი -
30/11/2023
პროგრამის EU4Digital DESI-ს აქსელერატორის საეტაპო ღონისძიება
პროგრამამ EU4Digital თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა დაჩქარებულად შეძლონ მონაცემების შეგროვება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და საკუთარ ეროვნულ სტრატეგიებში ჩართონ ციფრულ საქმიანობის მაჩვენებლებთან დაკავშირებული უფრო ზუსტი მონაცემები. 2023 წლის 24 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეხურათ პროგრამის EU4Digital DESI-აქსელერატორის პირველი ფაზა, განეხილათ ამ ფაზის აქტივობები და დაეწყოთ მზადება მეორე ფაზისთვის.
გაიგეთ მეტი -
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია - ასე შეთანხმდნენ მონაწილეები პროგრამის EU4Digital ციფრულ კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელიც 2023 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა. ღონისძიების თემამ „ციფრული სტრატეგიული ავტონომია: ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, შექმნა შესაძლებლობა იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ შეუძლია ციფრულ დაკავშირებადობას და ხელოვნური ინტელექტის მსგავს მიღწევებს გამოავლინოს ინოვაციები მდგრადი მთავრობის, ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებით მუშაობის პროცესში.
გაიგეთ მეტი -
21/11/2023
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ კოორდინირებულ მიდგომას სტრატეგიული დაგეგმვის მიმართ, პოლიტიკის და კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას და ინვესტიციებს დღეისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იყო ძირითადი ინფორმაცია პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მე-5 ყოველწლიური შეხვედრიდან, რომელიც 2023 წლის 15 ნოემბერს ონლაინ ჩატარდა.
გაიგეთ მეტი -
17/11/2023
პროგრამის EU4Digital მონაწილე მხარეები განიხილავენ შედეგების მიღების დაჩქარებას ეროვნულ დონეზე
პროგრამის EU4Digital საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოსა და უკრაინის საჭიროებები განაპირობებს. ეს აქტივობები მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობით ორმხრივ აქტივობასთან, რომლის მენეჯმენტს ევროკავშირის წარმომადგენლობები ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი დღის წესრიგის ფარგლებში ახორციელებენ. შედეგების მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით, პროგრამამ EU4Digital მისი განხორციელების მიმდინარე, მეორე ფაზაში უმასპინძლა სამუშაო შეხვედრას ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის. შეხვედრა 2023 წლის 18 ოქტომბერს ბრიუსელში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება განეხილათ პროექტის შედეგები, გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები მის შესახებ და გან ეხილათ, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს პროგრამის EU4Digital საქმიანობის დანერგვა ეროვნულ დონეზე.
გაიგეთ მეტი -
10/11/2023
24 ნოემბერი: მიიღეთ მონაწილეობა პროგრამის EU4Digital ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) აქსელერატორის რეგიონულ ღონისძიებაში,
იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც კრებენ ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების ინდექსთან (DESI) დაკავშირებულ ინდიკატორებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მიწვეულები არიან მონაწილეობის მისაღებად პროგრამის EU4Digital ონლაინ ღონისძიებაში, რომელიც 2023 წლის 24 ნოემბერს ჩატარდება. ღონისძიებაზე პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების თემატური სფეროს ექსპერტები წარმოადგენენ DESI-ს განხორციელების ანალიზს, განიხილავენ რეგიონულ და ეროვნულ რეკომენდაციებს DESI-ს სრული გაზომვის დანერგვის საკითხზე, და იმსჯელებენ პროგრამის EU4Digital DESI-აქსელერატორის საქმიანობის ხედვასა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.
გაიგეთ მეტი