ამ ღონისძიებაში ერთობლივად მონაწილეობენ პარტნიორები საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. პარტნიორები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ქმნიან სოციალურად დაუცველი ახალგაზრდობის დასაქმებისა და პერსონალური განვითარების შესაძლებლობებს; ეს გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას, ტრენინგს, ციფრულ კარიერის საკითხებზე კონსულტაციების ჩართვას დასაქმების მხარდაჭერის არსებულ პროგრამებში, და მეწარმეობის სტიმულირებას ციფრულ სფეროში.
პროექტი განხორციელდება საქართველოში (აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონები), სომხეთში (შირაკის, ლორის და ტავუშის რეგიონები) და მოლდოვაში (კიშინიოვი, კაჰულის და უნგენის რეგიონები).
პროექტის სამიზნე ჯგუფს – შეზღუდული საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს – ჩართავენ აქტივობებში, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ გააქტიურებას დასაქმების ბაზარზე და მონაწილეობას დემოკრატიულ ცხოვრებაში. ამ აქტივობების საშუალებით გაძლიერდება კარიერის და ციფრული უნარების განვითარების ფორმალური და არაფორმალური სტრუქტურები და ინიციატივები, რომლებიც სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს ხარისხიანი და აქტუალური სერვისებით უზრუნველყოფს.
აქტივობები მთელ რიგ მიმართულებებს მოიცავს:
- არსებულ სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დაკავშირებული დასაქმების მხარდაჭერის სერვისები გაძლიერდება ამ სერვისებში კონსულტაციების ჩართვით ციფრული კარიერის საკითხებზე.
- განხორციელდება ტექნიკური პოტენციალის გაზრდა და იმ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებთან, მათ შორის უნარშეზღუდულ ადამიანებთან და იმ პირებთან, ვინც არ სწავლობს, არ არის დასაქმებული და არ გადის პროფესიულ მზადებას, გაეწევათ რეკომენდაციები სამიზნე ჯგუფების ციფრულ კომპეტენციების ასამაღლებლად მათი დასაქმების გაუმჯობესების მიზნით.
- გააქტიურდება ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი ცნობიერების ამაღლებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ციფრული გარდაქმნის შესაძლებლობები და რისკები, კიბერბულინგი და დეზინფორმაციასთან ბრძოლა; ამ პროცესის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კონსულტანტები კარიერის საკითხებზე და ახალგაზრდები.
პროექტის განხორციელების შედეგად მინიმუმ 720 სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა, მათ შორის უნარშეზღუდული ადამიანები და ის პირები, ვინც არ სწავლობს, არ არის დასაქმებული და არ გადის პროფესიულ მზადებას, შეძლებს საკუთარი ციფრული უნარების გაუმჯობესებას შემდეგი საშუალებებით: გაძლიერებული კონსულტირება ციფრულ სფეროში დასაქმების საკითხებზე, ციფრული კომპეტენციების განვითარება, ცნობიერების ამაღლება და ქსელური აქტივობა.
გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ხარისხიანი კონსულტაციებით უზრუნველყოფის მიზნით კვალიფიკაციას აიმაღლებს 75 კონსულტანტი კარიერის საკითხებზე. აქციის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მინიმუმ 18 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია აიმაღლებს საკონსულტაციო მომსახურების კვალიფიკაციას ციფრული კარიერის სფეროში და ციფრული უნარების სწავლების საკითხებში.