ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ (ENISA) გამოაქვეყნა მისი უმთავრესი რეკომენდაციები დისტანციურ რეჟიმში მუშაობისას Covid-19-ის პერიოდში.
ერთ-ერთი უმთავრესი პრევენციული ღონისძიება Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ არის სოციალური დისტანცირება. სამყაროს მზარდი ინტერნეტ-კავშირის პირობებში, უამრავ ადამიანს შეუძლია მათი პროფესიული და პირადი ცხოვრების გაგრძელება ვირტუალურად. თუმცა, დისტანციურად მომუშავე ადამიანების რაოდენობის მკვეთრი ზრდის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი კიბერ-ჰიგიენის დაცვა, როგორც ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტო გვაფრთხილებს.
ეს არის დეტალური რეკომენდაციები დამსაქმებლებისა და პერსონალისთვის, ასევე გაფრთხილება COVID-19-თან დაკავშირებული ფიშინგის/ინტერნეტ-თაღლითობის შესახებ.