განახლებული ინფორმაცია ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

  • თარიღი: 29/06/21 – 29/06/21
  • გააზიარეთ:

29 ივნისს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი აწყობს ე-ჯანმრთელობის ვირტუალურ ღონისძიებას, რომლის მიზანია ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრების შეკრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან; შეკრებაზე განიხილავენ მომავალ საქმიანობა და განახლებულ ინფორმაცია ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

ამ შეხვედრაზე მონაწილეები მოისმენენ ევროკომისიის ინფორმაციას ე-ჯანმრთელობის განვითარების შესახებ ევროკავშირის მასშტაბით, ასევე მოისმენენ მოწვეული სტუმრების გამოსვლებს  ესპანეთიდან (კატალონია) და პორტუგალიიდან, რომლებიც ისაუბრებენ ე-ჯანმრთელობის ოპერაციულ თავსებადობასთან დაკავშირებულ სიახლეებზე მათ ქვეყნებში.

ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი დამსწრეებს გაცნობს ე-ჯანმრთელობის მომავალი ღონისძიებების გეგმას მომდევნო ნაბიჯების ე-ჯანმრთელობის ქსელთან შესათანხმებლად. ამ დისკუსიის შემდეგ ევროკომისიის წარმომადგენელი ისაუბრებს ევროკავშირის ჯანმრთელობის მონაცემთა სივრცეების განახლებული სტრატეგიის, მომავალი თაობის ავადმყოფობის ელექტრონული ისტორიების გაცვლის ევროპული ფორმატის (EHRxF) და
ე-ჯანმრთელობის სხვა მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ ევროკავშირში, შემდეგ კი მოისმენენ ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბის პერსპექტივებზე ესპანეთიდან და პორტუგალიიდან.

შეხვედრის ბოლოს ე-ჯანმრთელობის ქსელის წარმომადგენელები აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან დამსწრეებს გაცნობენ ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის სიახლეებს საკუთარ ქვეყნებში.

მოვლენები

იხილეთ ყველა