როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) მე-7 შეხვედრა

  • თარიღი: 15/10/19 – 16/10/19
  • გააზიარეთ:

აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) მე-7 შეხვედრა 

გაიმართება 2019 წლის 15-16 ოქტომბერს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკა. ღონისძიება ორგანიზებული იქნება ჩეხეთის ტელეკომუნიკაციის ოფისის (CTU), როგორც მასპინძელი მხარის მიერ, კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის სახელმწიფო რეგულირების ეროვნულ კომისიასთან (NCCIR) თანამშრომლობით და ევროკომისიის მხარდაჭერით.  

როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მე-7 შეხვედრის მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის როუმინგის რეგიონული შეთანხმებისკენ მიმართული სტრატეგიული გეგმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის პრეზენტაცია და განხილვა, კერძოდ, როუმინგის შეკრებილი მონაცემების ანალიზის შედეგები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შესაბამის სამინისტროებთან საკონსულტაციო დოკუმენტის განხილვის შედეგები, ასევე როუმინგის რეგიონული შეთანხმებისკენ მიმართული სტრატეგიული გეგმის განხორციელების პროცესში შესასრულებელი ძირითარი ამოცანები მიმდინარე წლის ბოლომდე.  

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ წლის ბოლომდე დაგეგმილი როუმინგის შეხვედრების შინაარსს/დღის წესრიგს (შეხვედრები მონაწილე მხარეებთან და შეხვედრები ოპერატორებთან ეროვნულ დონეზე), როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) სამოქმედო გეგმას 2020 წლისთვის და როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) საქმიანობას პროექტის EU4Digital ფარგლებში. 

მოვლენები

იხილეთ ყველა