EU4Digital სემინარი: სამოქმედო გეგმის შემუშავება ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მენტორობის პროგრამის განხორციელებისთვის
თარიღი:
18/12/20
18 დეკემბერს პროგრამამ EU4Digital მოაწყო სემინარი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მენტორობის პროგრამის საქმიანობის შესახებ. ეს არის საბოლოო სესია, რომლის მიზანია პრაქტიკული სამოქმედო გეგმის შემუშავება მენტორობის პროგრამების განხორციელების ხელმძღვანელობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მენტორობის პროგრამის საქმიანობის დაწყების შემდეგ, განსაზღვრული ადგილობრივი ბენეფიციარი ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობდნენ სამუშაო სესიების სერიაში, რომელთა მიზანი იყო მათი მომზადება მენტორობის პროგრამების დამოუკიდებელი განხორციელებისთვის. სესიებზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ქალთა პოზიცია ადგილობრივ ტექნოლოგიურ ბაზრებზე; ორგანიზაციების გამოცდილება მენტორობასა და ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული ქალების ცნობიერების ამაღლების სხვა სახის პრაქტიკაში; ორგანიზაციების მზადყოფნა მენტორობის პროგრამების განსახორციელებლად და ცოდნის გასაღრმავებლად მენტორობის საკითხზე ისეთი მეთოდებით, როგორიცაა წარმატების მაგალითების გაცნობა, ეფექტური მენტორობის პროგრამების დიზაინის კომპონენტები, და მათი პრაქტიკული განხორციელების გზები.
18 დეკემბერს პროგრამამ EU4Digital ევროკავშირის ორგანიზაციის Women Go Tech პრაქტიკოს სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეკრიბა ადგილობრივი ორგანიზაციები იმ ღონისძიებების შესამუშავებლად, რომელთა განხორციელება საჭიროა ქალთა მენტორობის პროგრამების დასაწყებად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
სემინარის მთავარი თემა იყო იმ მზაობის და ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის საპილოტე პროექტების დასაწყებად ადგილობრივ ბაზრებზე. ამიტომ დისკუსია ჩატარდა შემდეგ საკითხებზე: პროგრამის სტრუქტურის და შინაარსის შემუშავება სამიზნე აუდიტორიის და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, და პროგრამის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების მოთხოვნების განსაზღვრა.
პრაქტიკული სემინარის განმავლობაში მონაწილეებმა პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციებიდან განიხილეს სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად განსაზღვრული განსახორციელებელი საკითხები. გარდა ამისა, სესიის მიზანი იყო ქსელური აქტივობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ანუ რეგიონული თანამშრომლობის და ახალი პარტნიორობების გაძლიერება, ან თუნდაც მენტორების (საგნის ექსპერტების) გაცვლა მონაწილე ორგანიზაციების პროგრამებს შორის.
ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საბოლოო სემინარში 18 დეკემბერს:
გოგონები ტექნოლოგიების სფეროში სომხეთში (სომხეთი);
აზერბაიჯანელი ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლუბში – Femmes Digitales (აზერბაიჯანი);
EPAM (ბელარუსი);
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) (საქართველო);
მოლდოვას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური კომპანიების ასოციაცია (ATIC) (მოლდოვის რესპუბლიკა);
გოგონები ბუნებისმეტყველებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (უკრაინა).
ეს იყო ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული ქალების მენტორობის პროგრამის აქტივობის დამამთავრებელი სემინარი. ამ სესიის შედეგად, პროგრამა EU4Digital დაასრულებს „ნოუ-ჰაუს“ პაკეტს და მოამზადებს სამოქმედო გეგმას 2020 წლის ბოლომდე. მოსალოდნელი შედეგი ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის არის მსგავსი მენტორობის პროგრამების დამოუკიდებლად შემუშავება საკუთარ ქვეყნებში რეგიონული თანამშრომლობის ასპექტების გათვალისწინებით.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.