მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ციფრული სფერო დღესდღეობით უმნიშვნელოვანესია: პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 2023 წლის შეხვედრა
თარიღი: 21/11/23
ციფრული სფერო ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (EaP). ამიტომ დღეისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ მიდგომას სტრატეგიული დაგეგმვის მიმართ, პოლიტიკის და კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას და ინვესტიციებს. ეს იყო ძირითადი ინფორმაცია პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მე-5 ყოველწლიური შეხვედრიდან, რომელიც
2023 წლის 15 ნოემბერს ონლაინ ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრო 100-მდე მაღალი დონის წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა), ინიციატივიდან EU4Digital და ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატიდან (DG NEAR). შეხვედრაზე პროგრამის EU4Digital კონტექსტში განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული წინსვლა და პრიორიტეტები ეროვნულ და ევროპულ დონეზე. პროგრამის EU4Digital ამჟამად მიმდინარე მეორე ფაზა მიზნად ისახავს გააძლიეროს მდგრადი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან, განავრცოს ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და მხარი დაუჭიროს მდგრადი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოებების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
შეხვედრა გახსნა სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ეკონომიკური განვითარების და ციფრული გარდაქმნის გუნდის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ჯერალდ აუდასმა. მან გააშუქა გასული წლის გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური განვითარება და დისკუსიები, რომლებიც შედგა 14 ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ კონფერენციაზე, და აღნიშნა რომ ციფრული სფერო უკვე ერთმნიშვნელოვნად გახდა ჩვენი ცხოვრების და პოლიტიკური დისკუსიების მთავარი თემა. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის უსწრაფესი აღმავლობა და გავრცელება ეკონომიკის ყველა სექტორში, ელ-კომერციის ბაზრის წილის მუდმივი ზრდა და მონაცემთა ნაკადის ზრდა მთელ მსოფლიოში, ციფრული ინფრასტრუქტურის და მმართველობის მუდმივ განახლებას მოითხოვს.
ციფრული სფერო პირდაპირი მნიშვნელობით მონაწილეობს ჩვენს ყველა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დისკუსიაში, და ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ის არის ეკონომიკური ზრდის მთავარი ვექტორი ჩვენი ქვეყნებისთვის. ციფრული სფეროს უსწრაფესი განვითარება გვაიძულებს მუდმივად მოვახდინოთ ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩოს ადაპტაცია ტემპის შენარჩუნების მიზნით.
შეხვედრა გახსნა DG NEAR-ის ეკონომიკური განვითარების და ციფრული გარდაქმნის გუნდის ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ჯერალდ აუდასმა.
ციფრული სფეროს, როგორც „ბრენდის“ გაძლიერების იდეა წამოაყენა პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელმა და კომპანიის EY წარმომადგენელმა არტურას პილიპონისმა. მან ხაზი გაუსვა, რომ კომუნიკაცია და ცნობიერების ამაღლება პროგრამის EU4Digital და მონაწილე მხარეების მიერ შესრულებული სამუშაოს მნიშვნელოვან ნაწილია. მან მიმოიხილა და წარმოადგინა განახლებული ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ტელეკომის წესები, ელ-სანდოობა, ელ-კომერცია, ელ-ჯანმრთელობა, ციფრული უნარები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები; მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე უახლესი მოვლენა მხოლოდ მიმდინარე კალენდარულ წელს დაიწყო.
პროგრამა EU4Digital ძალზე დინამიურია; ჩვენ დავასრულეთ ზოგიერთი აქტივობა, და ამავე დრო აქტიურად ვახორციელებთ, ან ვიწყებთ ახალ აქტივობებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ არა მარტო აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ევროკავშირის დელეგაციებთან ან ევროკომისიასთან, არამედ ასევე მრავალ სხვა ორგანიზაციასთან და საერთაშორისო დონორთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. დიდი მადლობა!
არტურას პილიპონისი, პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელი, კომპანია EY
პროგრამის EU4Digital პროექტები
ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომელიც პროგრამის EU4Digital ქოლგის ქვეშ ხორციელდება, არის „EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება (EaPConnect)“, რომელსაც ხელმძღვანელობს GÉANT (მონაცემთა პანევროპული ქსელი კვლევისა და განათლებისთვის) – ევროპის ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელების თანამშრომლობა (NRENs). პროექტის „EaPConnect“ პროექტის მენეჯერმა ირინა მეთიუზმა მოიყვანა პრაქტიკული მაგალითები იმისა, რომ ციფრული სფერო უკვე მეცნიერების წამყვანი სფეროა, რაც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მაგ., ამინდის პროგნოზით სომხეთში, მიწისძვრის პროგნოზით აზერბაიჯანში და ჯანდაცვის გადაწყვეტილებებით მოლდოვაში. მისი პროგნოზით, საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კვლევითი ინფრასტრუქტურა გაზრდის მოთხოვნას მონაცემთა დამუშავებაზე დღეს, როდესაც ეს თემა მტკიცედ დგას პოლიტიკური დღის წესრიგში. ამის საპირისპიროდ, მან ასევე აჩვენა, თუ რამდენად არის ციფრული სფერო დამოკიდებული ძალიან ადამიანურ განზომილებაზე: GÉANT-საზოგადოების მხრიდან სახსრების მოზიდვით და სხვა სახის მხარდაჭერით უკრაინულ NREN-ს მიაწოდეს გენერატორი ელექტროენერგიის დეფიციტის შესამსუბუქებლად, და რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, დაეხმარნენ ქვეყანას სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების შენარჩუნებაში.
ადამიანის ნაკლებად მისასალმებელი ქცევის ხაზგასმით, უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის ლიდერმა, DG NEAR, ტანელ ტანგმა წარმოადგინა განახლებული ინფორმაცია ორი პროექტიდან, რომლებიც ეხება კიბერთავდასხმებს და კიბერდანაშაულს რეგიონში. პროექტი CyberEast, რომლის მართვა ხორციელდება ევროპის კავშირის საბჭოსთან თანამშრომლობით, ეხმარება ქვეყნებს ბუდაპეშტის „კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენციის დანერგვაში და კიბერდანაშაულის იდენტიფიცირების და სამართლებრივი დევნის მიზნით ელექტრონულ მონაცემებს იყენებს. პროექტი EU4Digital: Cybersecurity East აძლიერებს ტექნიკურ და ერთობლივ მზადყოფნას კიბერთავდასხმებისთვის, ჭრის მმართველობისა და სამართლებრივ პრობლემებს, იცავს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას და ინფრასტრუქტურას, და ზრდის კრიზისების მართვის და საოპერაციო და პოტენციალს. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ამ პროგრამის ახალი ფაზის დასაწყებად.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ორი ახალი პროექტი პროგრამის EU4Digital ფარგლებში; სავარაუდოდ, მათ შესახებ სრულად უახლოეს თვეებში გამოცხადდება. ციფრული განვითარების პრაქტიკის მენეჯერმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკთან ერთად, მიშელ როგიმ, პროგრამის EU4Digital 2018-2020 წლის ფართოზოლოვანი სტრატეგიების ინიციატივის მეორე ეტაპიაღწერა. პირველი ეტაპი მოიცავდა ხარვეზების ანალიზს და სამიზნე ინდიკატორებს, სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებას, ცოდნის გაზიარებას და საინვესტიციო შესაძლებლობების განსაზღვრას. ახალი ეტაპი მიზნად ისახავს საჯარო და კერძო ინვესტიციების შემდგომ მობილიზებას ფართოზოლოვანი განვითარების პროექტებისთვის ამ რეგიონში ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის და გლობალური კარიბჭის სტრატეგიის ფარგლებში, და უზრუნველყოფს ფართოზოლოვანი განვითარების ეროვნულ პროგრამებთან შესაბამისობას. პროგრამის მენეჯერმა ციფრული გარდაქმნისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებში, DG NEAR, ტიბო შარლემ განაცხადა, რომ 2024 წელს მოსალოდნელია 20 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამის ამოქმედება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ციფრული სტარტაპების ინკუბაციის მხარდასაჭერად. პროგრამა დაეფუძნება სტარტაპის ეკოსისტემის ტექნოლოგიური მზადყოფნის შეფასებას პროგრამის EU4Digital პირველ ფაზაში, და იმუშავებს ინოვაციების ეროვნულ სააგენტოებთან, ინკუბატორებთან და სტარტაპებთან ბიზნესის განვითარებაზე, ევროკავშირის ბაზრებთან და ეკოსისტემებთან დაახლოებაზე და ეროვნული და რეგიონული სტრუქტურების გაძლიერებაზე; ამ სამუშაოს მიზანია ეკონომიკურად დასაბუთებული სტარტაპების შექმნა, რომლებიც მზად იქნებიან ინვესტიციებისთვის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრიორიტეტები
საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის დასკვნით ნაწილში აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის დელეგაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ციფრული ტრანსფორმაციის მდგომარეობა მათ ქვეყნებში, და საკუთარი პრიორიტეტები.
- უკრაინა:
წარმომადგენლები: ოლჰა კრევსკა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროდან და სვიტლანა დიდკივსკა უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან
მთავარი პრიორიტეტებია ინტეგრირებული ელექტრონული საიდენტიფიკაციო სისტემის მოდერნიზაცია, კიბერუსაფრთხოება და სანდოობის სერვისები. 19 მილიონი უკრაინელი უკვე სარგებლობს დაახლოებით 120 ელექტრონული საჯარო სერვისით. ეროვნული ინოვაციების სტრატეგია შემუშავდება კვლევითი ცენტრების, კერძო სექტორის პარტნიორების, საერთაშორისო დონორების და სხვა ექსპერტების მხარდაჭერით. ციფრული ეკონომიკის გასაძლიერებლად ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, მალე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაცია/პლატფორმა MRIIA. უკვე ამოქმედდა ციფრული წიგნიერების და პროფესიული გადამზადების ეროვნული პლატფორმა. ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფს ევროკავშირის მხრიდან ტრანსფორმაციის სამინისტროს და ეროვნულ მარეგულირებლის მხარდაჭერას ციფრული ეკონომიკის ვალდებულებების განახლებასა და განხორციელებაში. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ციფრული საზოგადოებისა და ეკონომიკის ინდექსის (DESI) დასანერგად. - მოლდოვა:
წარმომადგენლები: ვიტალი ბობოკი მოლდოვის ეკონომიკის განვითარების და ციფრული ტრანსფორმაციის სამინიტროდან და მიროსლავ ბოზიჩი ევროკავშირის წარმომადგენლობიდან მოლდოვაში
ვინაიდან ევროკომისიამ გასცა მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია, ქვეყანა კიდევ უფრო დააჩქარებს ციფრულ ტრანსფორმაციას. მთავარ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაცია, რაც უნდა მოხდეს ICT სფეროს ნორმატიული ჩარჩოს შემუშავებით და კონსოლიდაციით, ციფრული დაკავშირებადობის ინფრასტრუქტურის გაძლიერებით, ციფრული ეკონომიკის განვითარების სტიმულირებით, ციფრული საჯარო სერვისების დონის ამაღლებით და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებით. - სომხეთი:
წარმომადგენლები: სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილე გევორგ მანთაშიანი და დავით ავაკიანი სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან
ხდება ორი წლის წინ მიღებული ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის განახლება – ციფრული პლატფორმების მონაცემების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოყენებით – და ციფრული ტრანსფორმაციისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი გაზრდა. ძალზე მისასალმებელია მეზობელი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და უმნიშვნელოვანესია შეთანხმება როუმინგის და სხვა საკითხებზე. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სტარტაპებისა და სხვა კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განვითარების და საუკეთესო რესურსების მიღების თვალსაზრისით. - საქართველო:
წარმომადგენლები: ეკა ყუბუსიძე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან და ლიზი ვენვაიმელბიკი – ატაშე, გუნდის ხელმძღვანელი, მწვანე შეთანხმება, დაკავშირებადობა, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა
ქართული ელექტრონული ხელმოწერების აღიარება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ციფრული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. გარდა ამისა, უმთავრესი პრიორიტეტია ინტეგრაცია ევროკავშირის სივრცეში „როუმინგი, ისე როგორ სახლში“ და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დასაახლოებლად. ამჟამად ბოლო ეტაპებზეა ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. ამ საქმიანობის მიზანია მაქსიმალურად გაზარდოს საქართველოს, როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია. ევროკავშირი-საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მოიცავს ციფრულ ტრანსფორმაციას ექვსი საფლაგმანო პრიორიტეტიდან ორში: ეს არის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ქვეშ და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ქსელის ამოქმედება სოფლად. - აზერბაიჯანი
წარმომადგენლები: ჯეიჰუნ ჰაჯიევი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროდან და ულვია აბდულაევა აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან
შემუშავების პროცესში იყო ფართოზოლოვანი და მონაცემთა მართვის სტრატეგიები და შეფასდა ციფრული წიგნიერების ეროვნული დონე. პრიორიტეტებია მდგრადი, მზარდი, კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, დინამიურ, ინკლუზიურ და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული საზოგადოება, ასევე კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალი და თანამედროვე ინოვაციური სივრცეები. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ასევე მოიცავს ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ 60-ზე მეტ აქტივობას, რომელთა ეფექტიანი განხორციელება ფართოზოლოვან ქსელზე წვდომის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს ეყრდნობა. წამოყენებული იყო წინადადება მონაცემთა მართვის საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც უნდა იყოს სამინისტროების და კომპანიების, მოგვიანებით კი ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საჯარო და კერძო ინტერესების წარმომადგენელი.
საკოორდინაციო კომიტეტის დასკვნით, ბოლო წლებში გადადგმული იქნა სერიოზული ნაბიჯები, რომლებიც ციფრულ სფეროს მყარად აყენებს ეროვნული და რეგიონული განვითარების სტრატეგიების, ისევე როგორც ყოველდღიური ცხოვრების ცენტრში. სხვადასხვა სამინისტროებს შორის კოორდინაციის პროცესში ციფრული სფეროს გათვალისწინებისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც შეთანხმებულობა სამინისტროებს, დონორებს, აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ისე ინვესტიციები ციფრული ტრანსფორმაციის მიზნების მხარდასაჭერად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროგრამაში EU4Digital თანამშრომლობისთვის უახლოეს მომავალში.
დამატებითი ინფორმაცია:
პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრა იყო ფორმალური შიდა ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ მიწვევის საფუძველზე ესწრებოდნენ ოფიციალურად დანიშნული სპონსორები და დაინტერესებული მხარეები. ეს ყოველწლიური დისკუსიები ეძღვნება საფლაგმანო რეგიონულ EU4Digital ინიციატივას. ეს იყო EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეხუთე ყოველწლიური შეხვედრა. მას წინ უძღოდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ციფრული კონფერენცია, რომელიც 2023 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა. აღნიშნული ორი ღონისძიება ერთად წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მოვლენას, რომელიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთობლივი ციფრული დღის წესრიგის განხილვას მიეძღვნა. ეს ყოველწლიური ღონისძიებები აძლიერებს ურთიერთობას პროგრამას EU4Digital და მასში მონაწილე მხარეებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ამ გზით, მონაწილე მხარეებს ეძლევათ საშუალება გააძლიერონ პროექტში საკუთარი ჩართულობა და პასუხისმგებლობა პროექტის შედეგებზე.
ციფრული კონფერენციისა და საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის მნიშვნელოვანი ასპექტები გამოქვეყნდება EU4Digital საინფორმაციო ბიულეტენის სპეციალურ გამოშვებაში. ელექტრონული ფოსტით ასეთი განახლებების მისაღებად გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი.
მიჰყევით, მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი პოსტები და ჰეშთეგები #EU4Digital, #EasternPartnership და #DigitalTransformation Twitter-ზე @EU4Digital
- აზერბაიჯანი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- EaPConnect
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ნდობა და უსაფრთხოება
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
-
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი -
09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი
11/04/2024
ჩამოტვირთეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში 5G კერძო ქსელების განვითარების შესახებ
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში5G კერძო ქსელების განვითარების შესახ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
EU4Digital აკადემიის ციფრული უნარების პირველი კურსი დაწყებულია!
პროგრამა EU4Digital მოქალაქეებს და მცირე და საშუალო საწარმოებს უკრაინაში იწვევს რეგისტრაციისთვის პირველ სასწავ…
გაიგეთ მეტი09/04/2024
ახალი EU4Digital აკადემია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მოქალაქეებს და მეწარმეებს ტრენინგებს სთავაზობს
პროგრამამ EU4Digital აამოქმედა EU4Digital აკადემია, ციფრული სწავლების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორ ქვ…
გაიგეთ მეტი