ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აწყობენ ჰაკათონს ხელოვნური ინტელექტის როლის შესახებ საზოგადოებაში
თარიღი: 24/01/24
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების დახმარებით 2024 წლის 13-14 იანვარს ჩატარდა ჰაკათონი „Bridging the Gap“, რომელზეც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უდიდესი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იქნა განხილული.ჰაკათონის მონაწილეებმა შეიმუშავეს მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი დემოკრატიაზე, განათლებაზე, გარემოსა და მთელ საზოგადოებაზე.
ჰაკათონში მონაწილეობდა 14 მენტორი, 10 ექსპერტ-შემფასებელი და 130 მონაწილე 12 სხვადასხვა ქვეყნიდან. ჰაკათონში მონაწილე გუნდებს ხელმძღვანელობდა ხუთი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი უკრაინიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. მათ შეიმუშავეს მოსაზრებები ორი გამოწვევის ფარგლებში – „მონაცემთა დიპლომატები“ და „JS-Lab“. გამარჯვებული გადაწყვეტები მოიცავდა დიდი ენობრივი მოდელების ეკოლოგიური ნაკვალევის ასახვას და ვებგვერდს იმის ჩვენებით, თუ როგორ დაიცვათ თავი თაღლითობისგან, რომელიც აუდიოგენერაციის ინსტრუმენტებს იყენებს.
ეს ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპელი ახალგაზრდობის მოსმენების შემდეგ, რომელიც 2023 წლის ნოემბერში ევროპარლამენტში გაიმართა. ჰაკათონის ორგანიზებაში ხელმძღვანელის როლი საკუთარ თავზე აიღო ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა უკრაინიდან მარიამ ისოევამ. ამ პროცესში ის შესაბამის ევროპელი ახალგაზრდობის ღონისძიების (EYE) იდეების ბუსტერთან და ჰასო პლატნერის ინსტიტუტთან თანამშრომლობდა. ჰაკათონი ჩატარდა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში ჰასო პლატნერის ინსტიტუტში, რომელიც გერმანიის ქალაქ პოტსდამში მდებარეობს. გარდა ამისა, ღონისძიების მხარდამჭერი ასევე უკრაინის ხელოვნური ინტელექტის უდიდესი ჯგუფი AI HOUSE – მან ამ ღონისძიებისთვის ექსპერტი-შემფასებლები შეარჩია.
დამატებითი ინფორმაცია
ინიციატივას „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ საფუძველი ჩაეყარა 2016 წლის ივნისში პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო” ფარგლებში. დღეისათვის ამ ინიციატივაში ჩართულია 1700 ახალგაზრდა 30 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ჰაკათონის ორგანიზატორებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს საქველმოქმედო ინიციატივის მხარდასაჭერად სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტი უკრაინისთვის“. 2022 წელს ამოქმედებული AI HOUSE უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის უკრაინელ ენთუზიასტებს თემატურად ყველაზე საჭირო ცოდნაზე წვდომით, თავს უყრის ექსპერტულ ცოდნას, უზიარებს მას საერთაშორისო საზოგადოებრიობას და აწარმოებს თანხების მობილიზებას უკრაინის მხარდასაჭერად.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.