კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციის ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა
თარიღი: 27/10/19
მოლდოვის განათლების, კულტურის და მეცნიერების სამინისტრომ
ევროკავშირის კვლევის და ინოვაციების გენერალურ დირექტორატის და სამეზობლო პოლიტიკის
და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მხარდაჭერით
21 ოქტომბერს ჩაატარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენცია ევროკავშირ-აღმოსავლეთ
პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების დარგში თანამშრომლობის საკითხზე 2020 წლის შემდეგ.
კონფერენციას დაესწრნენ მინისტრები და მაღალი რანგის
ოფიციალური პირები მოლდოვადან და ევროკომისიიდან, ასევე კვლევასა და ინოვაციაზე პასუხისმგებელი
ხელისუფლების 100 მეტი წარმომადგენელი, მეცნიერები, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი,
მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).
თავის სიტყვაში განათლების, კულტურის და მეცნიერების
მინისტრმა ლილიანა ნიკოლაესკუ-ონოფრეიმ დაასახელა მოლდოვის რესპუბლიკის მთავარი მიღწევები
კვლევის და ინოვაციების სფეროში, მათ შორის ეროვნული სტრატეგიული გეგმის დამტკიცება
მოლდოვის რესპუბლიკის ინტეგრაციისთვის ევროპული კვლევების სივრცეში, ეროვნული პროგრამის
დამტკიცება კვლევის და ინოვაციის სფეროში 2020-2023 წლებისთვის და მიერთება ევროკავშირის
კვლევისა და ინოვაციის პროგრამასთან „ჰორიზონტი 2020“. „ჩვენთვის ახალი გამოწვევაა
კვლევის და ინოვაციის შემდეგ პროგრამასთან – „ჰორიზონტი ევროპა“ – მიერთება, რომელიც
ნიშნავს მოლდოვის რესპუბლიკის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ კვლევის სივრცეში“, აღნიშნა
მინისტრმა.
ქალბატონმა სიგნე რაცომ, ევროკომისიის კვლევის და ინოვაციების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპული კვლევების სივრცე ორიენტირებულია ღია მეცნიერებისა და ღია ინოვაციის პრინციპზე, და აღმოსავლეთ პარტნიორობა სთავაზობს გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივი გამოწვევებისთვის. ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის ახალი ჩარჩო-პროგრამა, „ჰორიზონტი ევროპა“, ხელს შეუწყობს მეცნიერების და ტექნოლოგიის გაძლიერებას, რათა შესაძლებელი გახადოს ძირითადი გლობალური გამოწვევების გადაჭრა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანმრთელობა, დაბერება, უსაფრთხოება, გარემოს დაბინძურება და კლიმატის ცვლილება. „ ჩვენ ვაცნობიერებთ თქვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მაგრამ სადაც არის ნება, იქ გზა მოიძებნება, მოლდოვის რესპუბლიკას კი აქვს ასეთი ნება“.
კონფერენციაზე გაშუქდა კვლევისა და ინოვაციის სფეროს
განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მეცნიერებისა და სამეცნიერო დაწესებულებებისთვის
ხელმისაწვდომი ევროკავშირის პროგრამები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საქმიანობა
კვლევისა და ინოვაციის პროგრამებში.
ინიციატივის EU4Digitalსაშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს რეფორმებს და საქმიანობას
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კვლევის, „სტარტაპების“ და ინოვაციური
ეკოსისტემების განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ევროკავშირის
გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის საფუძველზე.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.