ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg Network) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოდიაპაზონიანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) შეხვედრა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის შეფასების განსახილველად.
ამ შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა ჰერაკლიონში, საბერძნეთი, 3-4 ოქტომბერს, მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმომადგენლებმა, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) ხელმძღვანელების ჩათვლით, ევროკავშირის წევრმა ექვსმა სახელმწიფომ და პროგრამის EU4Digital, მსოფლიო ბანკის და ევროკომისიის ექსპერტებმა.
შეხვედრის მიზანი იყო ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგიის განხილვა.
შეხვედრის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მაღალი დონის წარმომადგენლებმა მიიღეს პროგრამის EU4Digital ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მეთოდოლოგიის სამუშაო ვარიანტი.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იქნა მსოფლიო ბანკის გუნდის მიერ მომზადებული ხარვეზების ანალიზის ანგარიშები, ევროკავშირის ბაზრის ანალიზის მეთოდების საუკეთესო პრაქტიკა, ფართოდიაპაზონიანი გადაცემის კარტოგრაფირების სფეროში პოლონეთსა და საქართველოში მიღწეული პროგრესი და მაღალი დონის პოლიტიკის დასახვა და სტრატეგიები ფართოდიაპაზონიანი გადაცემის განვითარების საკითხზე ჩეხეთის რესპუბლიკაში.