პროექტის EU4Digital საქმიანობის სასტარტო ღონისძიება, რომლის მიზანია „ზოგადი კომპეტენციების ჩარჩოს განსაზღვრა მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის მსგავსი ინიციატივების საფუძველზე“ (საქმიანობა 6.2.) გაიმართება 1-2 ოქტომბერს რიგაში (ლატვია), კომპეტენციის ჩარჩოს მეთოდოლოგიის შესაბამის სემინართან ერთად.
ღონისძიების მიზანია კომპეტენციების ჩარჩოს სფეროში მომუშავე ექსპერტების შეხვედრა იმ მიზნით, რომ შეარჩიონ და შეიმუშაონ მეთოდოლოგიის ელემენტები მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კომპეტენციების ჩარჩოს შესაქმნელად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. აღნიშნული მეთოდოლოგია შემუშავდება ევროკავშირის იმ მსგავსი ინიციატივების გათვალიწინებით, როგორიცაა DigComp, EntreComp და eCompetency framework (e-CF). ამ სემინარის შედეგად შემუშავებული მეთოდოლოგია საფუძვლად დაედება შემდგომ სამუშაოს – მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის კომპეტენციების ჩარჩოს შექმნას.