პროექტი CyberEast ასრულებს სემინარების ციკლს ონლაინ თაღლითობის საკითხზე

  • თარიღი: 19/01/21
  • გააზიარეთ:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა CyberEast დაასრულა სემინარების ციკლი ონლაინ თაღლითობის საკითხზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ხელისუფლებებისთვის.

ამ ორდღიან სემინარებში მონაწილეობდნენ კიბერდანაშაულის სფეროს გამომძიებლები, ფინანსური საკითხების გამომძიებლები, ფინანსური დაზვერვის სპეციალისტები, ფინანსური რეგულირების ორგანოები, ასევე კერძო სექტორის ორგანიზაციები და ბიზნეს-ასოციაციები; სემინარის მიზანი იყო ონლაინ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლების გამოვლენის და მასთან ბრძოლის პრობლემების განხილვა, ანგარიშგების მექანიზმების და უწყებათაშორისი/საჯარო-კერძო თანამშრომლობის სათანადო მუშაობის უზრუნველყოფა.

საბოლოო სემინარი ონლაინ თაღლითობის, დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლის და ანგარიშგების მექანიზმების შესახებ ჩატარდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის 2021 წლის 14-15 იანვარს. სემინარების ციკლი დაიწყო
2020 წლის მარტში.

გლობალურ ეკონომიკაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მზარდი ინტეგრაციის და ინტერნეტით ყოველდღიურად მოსარგებლე ადამიანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო იზრდება საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული სისტემების და მონაცემების გამოყენებით ჩადენილი ფინანსური დანაშაულის მაჩვენებლები. კიბერდანაშაულის ამგვარ ფორმებთან ბრძოლის ეფექტურობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომელთა შორისაა ამგვარ კრიმინალურ საქმიანობაზე დროული ანგარიშგება და მეთვალყურეობა, გადამწყვეტი ზომები, რომელთა მიზანია დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის კონფისკაცია და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, ასევე ფორმალური და არაფორმალური თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებს შორის, და საჯარო და კერძო სექტორს შორის.

ამ ციკლებს მოჰყვება სპეციალური ტრენინგის ციკლები და სავარჯიშოები მონაწილე ქვეყნებისთვის და მინიმუმ ერთი რეგიონული შეხვედრა პროექტის ფარგლებში
2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის CyberEast მიზანია დაამტკიცოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩოები კიბერდანაშაულის საკითხზე ბუდაპეშტის კონვენციის და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების შესაბამისად, სასამართლო და სამართალდამცავი უწყებების პოტენციალის და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებით, ასევე ეფექტიანი საერთაშორისო თანამშრომლობის და ნდობის გაღრმავებით სისხლის სამართლის, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების საკითხებში, მათ შორის სერვისის პროვაიდერებს და სამართალდამცავ უწყებებს შორის.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა