ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის CyberEast ფარგლებში ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისი (C-PROC) უმასპინძლებს ვებინარს საკითხზე არჩევნებში ჩარევა: შეტევა კრიტიკულ საინფორმაციო სისტემებზე.
ღონისძიება ჩატარდება 2020 წლის 4 ივნისს 12:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის ზაფხულის დროით (EEST: GMT +3).
ვებინარზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს. რეგისტრაცია გაგრძელდება 3 ივნისის 9:00 საათამდე აღმოსავლეთ ევროპის ზაფხულის დროით (GMT+3).
ზოგადი ინფორმაცია, შესაბამისი რესურსები და ღონისძიების დღის წესრიგი ხელმისაწვდომია ვებინარის სპეციალურ ვებგვერდზე, რომლის განახლება ხდება რეგულარულად ღონისძიებამდე და მას შემდეგ.
ვებინარის მიზანია იმ კრიტიკული საინფორმაციო სისტემების მიმდინარე საფრთხეების განსაზღვრა, რომლებიც გამოიყენება არჩევნების პროცესების ორგანიზების, ჩატარების და მართვისათვის.
ინფორმაცია მოწოდებული იქნება იურიდიულ, საორგანიზაციო, ტექნიკურ და სხვა ასპექტებზე, რომლებიც მიუთითებს ხარვეზებზე და იძლევა რეკომენდაციებს ამგვარი შეტევებიდან დაცვის უზრუნველყოფის და მათი შეჩერების შესახებ.
ვებინარი შემუშავებულია ინტერაქტიული მონაწილეობის წასახალისებლად და მონაწილეებს შორის ინფორმაციის გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი გამოცდილების, კარგი პრაქტიკის, გამოწვევების და შესაძლებლობების განსახილველად.
მოსალოდნელია, რომ ვებინარში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 200 მონაწილე; ის განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება კიბერდანაშაულსა და კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების, სისხლის სამართლის უწყებების (მოსამართლეები, პროკურორები, სამართალდამცავი უწყებები), ეროვნული კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფის პერსონალის, ასევე ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრები/აკადემიური წრეებისთვის. პროექტის CyberEast ამ აქტივობაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვა ბენეფიციარ ქვეყნებს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებსაც მოიცავს ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისი (C-PROC). ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულის პროგრამის ოფისი (C-PROC) ახორციელებს პროექტს CyberEast ინიციატივის EU4Digital ფარგლებში, და მიზნად ისახავს კიბერგამძლეობის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.