2020 წლის 3-4 მარტს ბელგრადში, სერბია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) მე-9 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შეიკრიბნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა), ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების (ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, იტალია, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვენია, შვედეთი, რუმინეთი) და სერბეთის წარმომადგენლები.
შეხვედრამ მისცა სამივე რეგიონის ქვეყნებს (აღმოსავლეთ პარტნიორობა, ევროკავშირი და დასავლეთ ბალკანეთი) უდიდესი შესაძლებლობა იმისათვის, რომ წარმოედგინათ საკუთარი მიმდინარე პროექტები ფართოზოლოვანი კავშირის განვითარების თაობაზე, და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები და ხედვა ამ საკითხზე. შეხვედრის მთავარი შედეგი იყო სამუშაო ჯგუფის ექსპერტების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს მეთოდოლოგია გათვალისწინებულია, როგორც ინსტრუმენტი, შექმნილი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის პროგრამის EU4Digital ფარგლებში იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ელექტრონული კომუნიკაციების დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო (NRA) იქ, სადაც ამგვარი ორგანო არ არსებობს, ან შეფასდეს არსებული ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, რაც იქნება სახელმძღვანელო რეკომენდაცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის თვითშეფასებისთვის ნებისმიერ დროს, როდესაც ამგვარი შეფასებაა საჭირო.