ინოვაციური ეკოსისტემები სტარტაპებისთვის: წარმატების ძირითადი ელემენტები

  • თარიღი: 10/04/20
  • გააზიარეთ:

რა წარმოადგენს კარგ ინოვაციურ ციფრულ ეკოსისტემას სტარტაპებისთვის? რა არის ძირითადი ელემენტები და როგორ შეიძლება მათი გაერთიანება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ოპტიმიზაციისთვის ბიზნესის სფეროებს შორის? ეს არის ძირითადი შეკითხვები, რომლებსაც პროგრამა EU4Digital პასუხობდა მის ახალ მიმოხილვაში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემები სტარტაპების და სქეილაპებისთვის“.

გასულ თვეებში, პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გუნდმა დიდი ძალისხმევა გასწია ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს მხარდასაჭერად, რაც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე. აღნიშნულის მიზანია ძირითადი განსხვავებების განსაზღვრა ევროკავშირს და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის და რეკომენდაციების გაწევა ამ განსხვავებების დასაძლევი საქმიანობისთვის.

ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან თითოეულმა შეარჩია პოლიტიკის კონკრეტული სფერო, რომლისთვისაც პროგრამა EU4Digital ახორციელებს განსხვავებების ანალიზს, რასაც მოჰყვება პოლიტიკის კონკრეტულად შემუშავებული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები მათი განხორციელებისთვის.

მოლდოვის რესპუბლიკამ თავისი პრიორიტეტულ პოლიტიკის სფეროდ შეარჩია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემები. განსხვავებების თავდაპირველი ანალიზის საფუძველზე, პროგრამის EU4Digital მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ამოცანა იქნება სტარტაპის ეკოსისტემის გაძლიერება მოლდოვაში ინოვაციური ქსელების და საზოგადოებების განვითარების მხარდაჭერით ეროვნული ინოვაციის პოლიტიკის, ან ციფრული პოლიტიკის ჩარჩოში.

ამ სტატიაში განხილულია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, განსაზღვრული მოლდოვას მიერ შერჩეულ პოლიტიკის სფეროში – „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემები სტარტაპების და სქეილაპებისთვის“.

რა არის სტარტაპის ეკოსისტემა?

როგორც განმარტავს ორგანიზაცია Startup Commons, „სტარტაპის ეკოსისტემას აყალიბებენ (ფიზიკურ და/ან ვირტუალურ) ადგილზე ადამიანები, განსხვავებულ ეტაპებზე მყოფი სტარტაპები და სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ, როგორც სისტემა ახალი სტარტაპ-კომპანიების შესაქმნელად“. ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართული პოლიტიკა გამომდინარეობს იმის გააზრებიდან, რომ ინოვაციური ეკოსისტემის პროდუქტიულობის ძირითადი წყაროებია ინსტიტუციების ხარისხი

(სარეგულაციო და საბაზო პირობები ინოვაციებისთვის), მოქმედ პირთა ხარისხი (კომპეტენციები და უნარები) და კავშირების ხარისხი (ქსელების ჩამოყალიბება და სათანადო ორგანიზაციული ფორმების განვითარება).

ეკოსისტემის მშენებლები

ინიციატივა Startup Europe ეკოსისტემის მშენებლებად (განმავითარებლები, ოპერატორები) თვლის მათ, ვინც:

– ასრულებს როლს მეწარმეთა ინკლუზიური ქსელის შექმნაში ადგილობრივ საზოგადოებაში შემდეგი საშუალებებით: თანამშროლობის სივრცის მართვა, ახალგაზრდა მეწარმეთა მენტორობა და ქსელური ღონისძიებების ორგანიზება;

– ასრულებს როლს მთავრობაში და მონაწილეობს იმ პოლიტიკის შემუშავებაში, რომელსაც აქვს გავლენა სტარტაპებზე;

– ასრულებს როლს ინოვაციის და მეწარმეობის ინფრასტრუქტურასა და მომსახურების მენიუში.

ციფრული ეკოსისტემის მოქმედი პირების მიერ გაწეული მომსახურების დეტალური სპექტრი, ასევე იმ ორგანიზაციების ვრცელი აღწერა, რომლებიც სპეციალიზებული არიან ციფრული ინოვაციების მხარდაჭერაში, შემუშავებული იყო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების კვლევაში (ICT Innovation Study) (2018).

ევროკავშირში მიმდინარეობს საქმიანობა ორივე მიმართულებით – კავშირების დამყარება სტარტაპების მონაწილე მხარეებს შორის ევროპის ეკოსისტემების შიგნით და ინოვაციური ეკოსისტემების მშენებელთა ტრენინგი:

  • მაგალითად, Startup Commons ატარებს კონსულტაციებს ეკოსისტემის განვითარების სფეროში და აძლევს სტარტაპის ეკოსისტემის ოპერატორებს საშუალებას წარმართონ ციფრული ტრანსფორმაცია კავშირის დამყარების და მონაცემთა მოძრაობის მიზნით როგორც სტარტაპის ეკოსისტემის შიგნით, ისე სტარტაპების ეკოსისტემებს შორის გლობალურად. ეკოსისტემების განმავითარებლებს Startup Commons სთავაზობს ბაზისურ ცოდნას, კონსულტირებას, პროგრამულ აპლიკაციებს და ციფრულ ინფრასტრუქტურას დაკავშირების, სტანდარტებთან შედარების და მწარმოებლურობის მთავარი ინდიკატორების (KPI) სფეროში, ფუნქციების და პროექტების მხარდაჭერას მონაცემებზე დამყარებული ეკოსისტემის განვითარებისთვის. ეკოსისტემის ოპერატორებს Startup Commons სთავაზობს ეკოსისტემის ძირითად აპლიკაციებს, ციფრული ეკოსისტემის არქიტექტურის განვითარებას, ციფრული ტრანსფორმაციის და გუნდების ჩამოყალიბების მხარდაჭერას.
  • Startup Europe ორგანიზებას უწევს უფასო “რბილი დაჯდომის” მისიებს ეკოსისტემის განმავითარებლებისთვის სხვა ეკოსისტემების კარგად გაცნობის, ლიდერებთან შეხვედრის და ხანგრძლივი კავშირების დამყარების მიზნით.

ცოდნის და ინოვაციური საზოგადოებების მხარდაჭერა

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მიზნით მოიცავს საზოგადოებების მხარდაჭერის საქმიანობას:

  • ევროპის ინოვაციების და ტექნოლოგიის ინსტიტუტის (EIT) ცოდნის და ინოვაციური საზოგადოებები წარმოადგენს ევროპის უდიდეს და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ინოვაციურ ქსელებს. ინოვაციური საზოგადოებები მოიცავს ინოვაციის მთელ ჯაჭვს: ტრენინგის და საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევიდან ბაზრამდე მიმავალი გზის გაძლიერება, ინოვაციური პროექტები, ასევე ბიზნეს-ინკუბატორები და აქსელერატორები.
  • ერთ-ერთი საზოგადოებაა EIT Digital, ორი სტრატეგიული ნაწილით. პირველი ნაწილი ორიენტირებულია პრე-ინკუბაციურ სერვისებზე და მისი მიზანია ციფრული გადაადგილება (საწარმოს შექმნის საშუალებით) და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა (მინიმალურად ფუნქციური პროდუქტის (MVP) წარმოების დაწყებით). მეორე ნაწილი ორიენტირებულია საწარმოო მასშტაბების დანერგვის (სქეილაპ) აქსელერაციაზე და მისი მიზანია ევროპის ინდუსტრიის დომინანტურ მოთამაშეთა ახალი თაობის შექმნა.

ევროკავშირს გარეთ საოპერაციო მექანიზმები საზოგადოებების განვითარების მხარდასაჭერად კარგად არის განვითარებული პროგრამაში Startup Canada Communities – ეს არის ორგანიზაციის Startup Canada ფლაგმანი პროგრამა ყველაზე ქვედა დონის, მეწარმეების მიერ მართული საზოგადოებების კავშირების, პოპულარიზაციის და მომწიფების ხელშესაწყობად.

ეკოსისტემის მოქმედი პირების დაკავშირება

არსებობს პლატფორმების მთელი რიგი ეკოსისტემის მოქმედი პირების დასაკავშირებლად:

  • ScaleUp EU წარმოადგენს ავტომატურ შესაბამისობის დამდგენ მექანიზმს ინვესტორის და კომპანიის პროფილის მიხედვით, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორულ ურთიერთობებს  ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) მიერ დაფინანსებულ კომპანიებსა და ინვესტორებს შორის.
    ScaleUp EU ღიაა პროგრამაში “ჰორიზონტი 2020” მონაწილე ქვეყნებში ჩამოყალიბებული აქტიური ინვესტორებისთვის (პროგრამასთან “ჰორიზონტი 2020” ასოცირებული ქვეყნებია მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).
  • აქტიურად მოქმედებენ კერძო პლატფორმები სტარტაპების, მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული ინვესტორების დასაკავშირებლად – F6S, EuroQuity, AngelList, Gust, Onevest, Our crowd, Funders club და მრავალი სხვა – ისინი ერთად წარმართავენ ინვესტიციების დინამიკას ეკოსისტემის შიგნით.

არსებობს ინიციატივები, რომლებიც აკავშირებს ეკოსისტემის მსგავს მოქმედ პირებს (მონაწილე მხარეთა მსგავსი ტიპები ან საერთო ინტერესების მქონე). ევროკავშირის დონეზე ესენია: Startup Europe Partnership (SEP) ინვესტორთა ფორუმი, რომელიც მხარს უჭერს სქეილაპების ხელშემწყობ ეკოსისტემას ევროპაში, ევროპის ციფრული ფორუმი (EDF), მაღალი რისკის ინვესტიციები და ადრეული ეტაპის ბაზრის მოთამაშეები (EBAN) ევროპის მეცენატი-ინვესტორები, აქსელერატორთა ასამბლეა, მარტორქების ფორუმი, Startup Europe უნივერსიტეტების ქსელი, EU Cluster Partnership Platform (მცირე და საშუალო საწარმოების აღმასრულებელი სააგენტოს ნაწილი), და ციფრული ინოვაციის ჰაბების პანევროპული ქსელი (DIHs).

სხვა ინიციატივები ერთმანეთთან აკავშირებს ეკოსისტემის კონკრეტული ტიპის მოქმედ პირებს. ორგანიზაცია Startup Europe Partnership (SEP) აკავშირებს ევროპის სტარტაპებს დიდ და საშუალო კორპორაციებთან, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას კაპიტალის ინვესტირების, ხელმძღვანელობის და შესყიდვების კუთხით. პროგრამა Erasmus ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ახალგაზრდა ან დამწყებ მეწარმეებს აძლევს  შანსს ისწავლონ გამოცდილი მეწარმეებისგან, რომლებიც მართავენ მცირე ბიზნესს სხვა მონაწილე ქვეყნებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საკონტაქტო პუნქტები არსებობს სომხეთსა და უკრაინაში.

სხვა ინიციატივები აკავშირებს ყველა შესაძლო ტიპის ეკოსისტემის მოქმედ პირებს მათი ერთობლივი საქმიანობის მხარდასაჭერად სხვადასხვა სექტორში:

  • Startup Europe არის ევროკომისიის ინიციატივა, რომლის მიზანია ევროპის გარშემო არსებული ადგილობრივი სტარტაპის ეკოსისტემების დაკავშირება და მათი პოტენციალის გაზრდა ინვესტირებისთვის სხვა ბაზრებში, მაგ. – სილიკონის ველი ან ინდოეთი. ამ ინიციატივას აქვს Startup Europe Club, რომელიც აერთიანებს სტარტაპებს, ინვესტორებს და ეკოსისტემის განმავითარებლებს.
  • ინიციატივის Startup Scaleup initiative მიზანია ბარიერების გაუქმება საქმიანობის გასაფართოებლად ერთ ბაზარზე ეკოსისტემის განვითარების პროექტებით, და სტარტაპის ეკოსისტემის გაძლიერება ადგილობრივი ეკოსისტემების დაკავშირებით მთელ ევროპაში. ინიციატივა ასევე მოიცავს საქმიანობას სტარტაპების დასახმარებლად საერთაშორისო მასშტაბით გაფართოებაში. ორგანიზაციის Startup Europe One Stop Shop საშუალებით, სტარტაპებისა და ეკოსისტემის განმავითარებლებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია ყოველგვარი დაფინანსების სამსახური და სხვა მხარდაჭერა, შემოთავაზებული ევროკავშირის დონეზე.

საქმიანობის განსაკუთრებული სახეები ევროპის რეგიონების განსხვავებული ეკოსისტემების დასაკავშირებლად მოიცავს შემდეგს:

  • ღონისძიებები, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი საქმიანობის და პოლიტიკის დემონსტრირება: Startup Europe Week (250 ქალაქი, დაკავშირებული ერთი ღონისძიებით ევროკავშირის მასშტაბით 400 ერთდროული აქტივობით), Startup Europe Awards („ევროვიზია“ სტარტაპებისთვის), European Maker Week (სტარტაპების გამოფენა/ბაზრობა);
  • საპრიზო მეთოდოლოგია ხუთ განსხვავებულ დონეზე (ადგილობრივი, რაიონის, რეგიონის, ეროვნული და ევროპის);
  • ადგილობრივი ეკოსისტემების კარტირება შემდეგი ვებსაიტების საშუალებით: EDCI (ევროპული ციფრული ქალაქის ინდექსი), Startup Hubs, Startup Europe Map, European Startup Initiative.

შეიქმნა მთელი რიგი პროგრამები სტარტაპების და სქეილაპების გასაძლიერებლად საერთაშორისო დონეზე: SEC2SV (სილიკონის ველი), SEU-IN (Startup Europe ინდოეთის ქსელი), SEC2LATAM (Startup Europe ლათინური ამერიკის ქსელი), SEC2A (Startup Europe – აფრიკაში).

ორი Startup Europe ქსელი ინიციატივის Startup Europe ფარგლებში შეიქმნა ევროკავშირის ეკოსისტემების დამაკავშირებელი საქმიანობის საფუძველზე: სტარტაპ ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქსელი და სტარტაპ ევროპის დასავლეთ ბალკანეთის ქსელი, მალე შეიქმნება ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი.

შემდეგი ნაბიჯები

ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის მიერ შესრულებული სრული ანგარიში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ სტარტაპების ინოვაციური ეკოსისტემების სფეროში, გამოყენებული იქნა განსხვავებათა ანალიზის ჩარჩოს შესამუშავებლად მოლდოვასათვის; განსხვავებათა ანალიზის საფუძველზე ამჟამად ხდება პოლიტიკური რეკომენდაციების ნაკრების შემუშავება, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ანალოგიურ ეროვნულ დოკუმენტებთან. 

შემდეგ კი ეს რეკომენდაციები დაედება საფუძვლად ინდივიდუალური ეროვნული პოლიტიკის განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავებას მოლდოვასათვის. სამოქმედო გეგმები განსაზღვრავს კონკრეტულ მონაწილე მხარეებს პარტნიორ ქვეყანაში, ევროკავშირის მექანიზმებს, პლატფორმებს, და პრაქტიკას, რომელიც შეიძლება მოპოვებული და დამტკიცებული იყოს, და შესაძლოა, კონკრეტულ პარტნიორებს ევროკავშირის ქვეყნებში. პროგრამის შემდგომი საქმიანობა (ტრენინგი, სასწავლო ვიზიტები, ქსელური ღონისძიებები, პოპულარიზაცია და სხვ.) მხარს დაუჭერს დაინტერესებულ მხარეებს მათ შემდგომ საქმიანობაში განსხვავებების დასაძლევად.

ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიღება ამ გზით, დაეხმარება მომწიფებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას კარგად ფუნქციონირებადი მხარდამჭერი ორგანიზაციებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

საბოლოოდ, საერთო საკანონმდებლო ჩარჩო საშუალებას მისცემს მოლდოვას ისარგებლოს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრით, და გაცვალოს და შეიმუშაოს ახალი ინოვაციური იდეები პარტნიორებთან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმო…

გაიგეთ მეტი

ტყუპი დების ცხოვრება ციფრულმა უნარებმა შეცვალა

16 წლის ტყუპებს, ნინი და ანი მერაბიშვილებს პატარაობისას ანიმაციური ფილმების ყურება უყვარდათ. მაგრამ განსხვავებ…

გაიგეთ მეტი

იხილეთ ყველა