ანგარიშფაქტურის მონაცემთა გაცვლის პილოტირება ე-მიწოდების არხის საშუალებით შერჩეულ უკრაინულ და პოლონურ კომპანიებს შორის დღეს იწყება.
ე-მიწოდების საპილოტე პროექტი – რომელსაც ახორციელებს პროგრამა EU4Digital მისი ე-ვაჭრობის საქმიანობის მხარდაჭერის ფარგლებში – წარმოადგენს მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპს ტრანსსასაზღვრო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემთა უსაფრთხო, სანდო, ხელმისაწვდომი და ეფექტური გაცვლის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის. ევროკომისიის მიერ დაწესებული ე-მიწოდების მეთოდი ასწორებს არსებულ არასტანდარტიზებულ და ქაღალდზე დამყარებულ მონაცემთა გაცვლაში არსებულ ისეთ ძირითად ხარვეზებს, როგორიცაა დამატებითი ფინანსური ტვირთი, შეფერხებების ჯაჭვი, ან საფრთხეში მყოფი ბიზნესი ან მონაცემები.
საპილოტე პროექტში მონაწილე კომპანიები უკრაინის ბაზრის ყველაზე მსხვილ მოთამაშეებს შორის არიან.
- Kernel – მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი წამყვანი და უმსხვილესი მწარმოებელი, და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მთავარი მომწოდებელი.
- Premier Food – ეროვნული ლიდერი საკვებით უზრუნველყოფის ინტეგრირებული მომსახურების და ხარისხიანი ხორცისა და რძის პროდუქტების მიწოდების სფეროში.
ე-მიწოდების საპილოტე პროექტის პოტენციალის და მნიშვნელობის გაცნობიერების შედეგად, ელექტრონულ მონაცემთა ურთიერთგაცვლის სერვისის (EDI) ერთ-ერთმა უდიდესმა პროვაიდერმა უკრაინაში – კომპანიამ EDIN – (ასევე კომპანიის Premier Food ელექტრონულ მონაცემთა ურთიერთგაცვლის პროვაიდერი) გადაწყვიტა ამ პროექტში ჩართვა და მხარდაჭერა საპილოტე მოსამზადებელი საქმიანობით.
პოლონელ პარტნიორებთან ანგარიშ-ფაქტურების მონაცემთა დაუბრკოლებელი გაცვლის მიზნით, პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol)
ე-მიწოდების ტერმინალის სერვისის სერტიფიცირებული პროვაიდერი – კომპანია
Edison S.A. – დათანხმდა ჩართულიყო საპილოტე პროექტში და მხარი დაეჭირა მონაცემთა გაცვლისათვის პოლონეთის მხრიდან. უკრაინაში პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) ე-მიწოდების ტერმინალის შექმნა, მოვლა-შენახვა და მართვა განახორციელა სახელმწიფო საწარმომ ‘DIIA’ – რომელიც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოა. როგორ იმუშავებს საპილოტე პროექტი? მონაწილე ტრანსსასაზღვრო სავაჭრო პარტნიორები ანგარიშ-ფაქტურების მონაცემებს გაცვლიან პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) ე-მიწოდების ქსელის საშუალებით. საპილოტე პროექტი წარმატებულად ჩაითვლება, თუკი უკრაინული და პოლონური კომპანიები შეძლებენ ანგარიშ-ფაქტურის სტანდარტიზებული მონაცემების გაცვლას იმ მომენტში, როდესაც ანგარიშ-ფაქტურა გაიცემა ე-მიწოდების მეთოდის გამოყენებით. პროგრამა EU4Digital მოამზადებს რეკომენდაციებს საჭირო საკანონმდებლო, საორგანიზაციო და ტექნიკური ცვლილებების შესახებ, რომლებიც უნდა განხორციელდეს სრულმასშტაბიანი გადაწყვეტის განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე.