22 დეკემბერს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი აწყობს ე-ჯანმრთელობის საკონსულტაციო ღონისძიებას, რომლის მიზანია ელექტრონული ჯანმრთელობის ქსელის წევრების, ევროკავშირის წარმომადგენლობების და სხვა მონაწილე მხარეების შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან; ღონისძიებაზე წარადგენენ ე-ჯანმრთელობის ოპერაციული თავსებადობის სახელმძღვანელო რეკომენდაციებს და განიხილავენ მათ მომავალ გამოყენებას.
ღონისძიების პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი გააზიარებს ძირითად რეკომენდაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციებიდან. აღნიშნულის მიზანია პრაქტიკული საკითხების შეთავაზება ოპერაციულად თავსებადი სახელმწიფოთაშორისი ციფრული ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურის დასანერგად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ღონისძიების მეორე ნაწილში განიხილავენ შთაბეჭდილებებს და კომენტარებს წარდგენილ სახელმძღვანელო რეკომენდაციებთან დაკავშირებით. სასურველი იქნება შენიშვნების და დამატებითი მოსაზრებების მიღება ე-ჯანმრთელობის ქსელიდან.