

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის ქსელი: სემინარი აშუქებს საპილოტე პროექტების წარმატებას და მომავალ მიზნებს
თარიღი: 16/12/20
პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის ქსელის მე-9 სემინარზე, რომელიც 9-10 დეკემბერს ჩატარდა, 60-ზე მეტ მონაწილეს გააცნეს ე-ვაჭრობის სფეროს მთელი საქმიანობის ვრცელი მიმოხილვა და მიზნები 2025 წლამდე.
სემინარის მონაწილეებს შორის იყვნენ:
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ე-ვაჭრობის ქსელიდან;
- ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან;
- ევროკომისიის წარმომადგენლები;
- პროგრამის EU4Digital წამყვანი ექსპერტები;
- პროგრამის EU4Digital ქვეყნის კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან;
სემინარის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო ე-ვაჭრობის საქმიანობის მიმდინარე მდგომარეობის, შედეგების და მომავალი ღონისძიებების წარდგენა. პირველ დღეს განხილული იქნა ე-მიწოდებასთან და ციფრულ სატრანსპორტო დერეფანთან (DTC) დაკავშირებული საქმიანობა, ხოლო მეორე დღეს – ე-კომერცია და ე-საბაჟო.
ე-მიწოდების სესიაზე მიმოიხილეს მიმდინარე საპილოტე პროექტებში მიღწეული წინსვლა და მომავალი ეტაპები. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ე-მიწოდების საპილოტე პროექტის დაწყებაზე უკრაინას და პოლონეთს შორის, რომლის ფარგლებში იმპორტის და ექსპორტის ოთხმა კომპანიამ უკრაინიდან და პოლონეთიდან წარმატებით გაცვალა ანგარიშ-ფაქტურების სტანდარტიზებული მონაცემები. ეს საპილოტე პროექტი ამჟამად მიმდინარეობს და იკრიბება გამოხმაურებები მის შესახებ. გარდა ამისა, პროგრამამ EU4Digital დაიწყო პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანას – სომხეთს და უკრაინას შორის. საპილოტე პროექტის დაწყების წინასწარი თარიღი პროგნოზირებულია იანვარში. მანამდე ჩატარდება მოსამზადებელი საქმიანობა და დისკუსიები.
ზოგადი ე-მიწოდების სესიის გარდა, პროგრამამ EU4Digital ასევე მოაწყო ე-მიწოდების ვირტუალური საპილოტე დემონსტრაცია, რომელიც ე-ვაჭრობის ქსელის სემინარის შემდეგ ჩატარდა.
ციფრული სატრანსპორტო დერეფნის (DTC) პრეზენტაციაზე განხილული იქნა ციფრული სატრანსპორტო დერეფნის დასრულებული საქმიანობა. ამჟამად ევროკომისია განიხილავს შესაძლო მეთოდებს შემუშავებული პროგრამის განსახორციელებლად. განახლებები ამ საკითხზე მოწოდებული იქნება პროგრამის EU4Digital მიერ.
ე-საბაჟოს საკითხზე დისკუსია ფოკუსირებული იყო ლიეტუვას და ბელორუსიას შორის მიმდინარე საპილოტე პროექტის წინსვლაზე. განხილული იქნა ძირითადი მიღწევები, მაგ., პილოტირების მიზნით მიმდინარე თანამშრომლობა ბელარუსის და ლიეტუვის საბაჟო ხელისუფლებებს შორის – მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო მონაცემთა გაცვლის საპილოტე გადაწყვეტის მოქნილობა და ადაპტაციის უნარი. მრავალი თემატური და სამუშაო შეხვედრის, ტრენინგის და დისკუსიის შემდეგ წარმატების დასრულდა საპილოტე სცენარის დიზაინი და შემუშავება „ცარიელი სატვირთო ავტომანქანები“. საპილოტე პროექტი დასაწყებად მზად იქნება მიმდინარე წლის ბოლოს. ორი დანარჩენი სცენარი – ექსპორტის და სატრანზიტო დეკლარაციების შეზღუდული და სრული მონაცემთა პაკეტის გაცვლა – 2021 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელდება. გარდა ამისა, პროგრამა EU4Digital ამჟამად განიხილავს საპილოტე პროექტის გამეორების შესაძლებლობას აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, და ახლახან დაიწყო დისკუსიები სომხეთის და საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციებს შორის. მხარეებიდან დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, საპილოტე პროექტი უკვე 2021
წლის იანვარში დაიწყება. ე-საბაჟოს საპილოტე პროექტი არის ათვლის წერტილი, რომელიც მოჰყვება რეკომენდაციებს აუცილებელი იურიდიული, ტექნიკური და საორგანიზაციო მოდიფიკაციების და გადაწყვეტების სრულმასშტაბიან დანერგვასთან დაკავშირებით.
ე-კომერციის საკითხზე დისკუსია ფოკუსირებული იყო საკოორდინაციო კომიტეტის ბოლო წლიური შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ უკანასკნელ განახლებებზე. განხილულ ძირითად საეტაპო ღონისძიებებს შორის იყო ხარვეზების ანალიზი და სარეკომენდაციო პაკეტები, და ე-კომერციის საპილოტე პროექტი.
რეგიონული და ეროვნული დონის ხარვეზების ანალიზი და სარეკომენდაციო პაკეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნისთვის დასრულების პროცესშია. ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციები მომზადდა პროგრამის EU4Digital გუნდმა და მათი მიზანია:
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის ბარიერების მოსპობა;
- სახელმწიფოთაშორისი ე-კომერციის მოცულობის გაზრდა;
- 2021 წელს განსახორციელებელი ევროკავშირის და გლობალური მომავალი ცვლილებების მზადება ე-კომერციასთან დაკავშირებულ საბაჟო და საგადასახადო სფეროებში.
მომავალ ნაბიჯებს შორის არის რეკომენდაციების პაკეტების გადაცემა ბენეფიციარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე რეკომენდაციების პრეზენტაცია ევროკომისიისთვის მათი შესაძლო აქტივაციის განსახილველად ბილატერალურ და რეგიონულ დონეზე.
გარდა ამისა, სემინარის დროს პროგრამის EU4Digital გუნდმა მონაწილეებს გააცნო ე-კომერციის საპილოტე პროექტი – მისი კონცეფცია, უპირატესობები, პილოტირებაში მონაწილე ქვეყნების პოტენციალი, გრაფიკი და მომავალი ნაბიჯები. იწყება ვირტუალური საწყობის საპილოტე გადაწყვეტა აზერბაიჯანს და საქართველოს შორის, ხოლო მიხი განხორციელების პერიოდში უნდა შეირჩეს სომხეთი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მისი დაწყება დაგეგმილია 2020 წლის დეკემბერში, ხოლო დამთავრება – 2021 წლის აპრილამდე. პროდუქტების ონლაინ საპილოტე მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გასაყიდი პროდუქტების ჩამონათვალის გაკეთებაში და სახელმწიფოთაშორისი მიწოდების დროულად განხორციელებაში. საპილოტე საქმიანობა დაიწყება საორგანიზაციო და ტექნიკური ღონისძიებებით მას შემდეგ, რაც მონაწილე ქვეყნები დაადასტურებენ საკუთარ მონაწილეობას პროექტში.
სემინარის კიდევ ერთი მიზანი იყო ე-ვაჭრობის ქსელის სამოქმედო გეგმის განხილვა. მონაწილეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები და პერსპექტივები 2020-2025 მიზნების თაობაზე. შემდეგ ეტაპზე ინიციატივის EU4Digital ქსელი დაასრულებს სამოქმედო გეგმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსაზრებების გათვალისწინებით.
სემინარზე სიტყვით გამოვიდა რამდენიმე მოწვეული სპიკერი:
- ლია პოტეკმა (ევროკომისიის მობილობის და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატი – DG MOVE) გააკეთა პრეზენტაცია ევროკავშირის განახლებული რეგულაციების შესახებ ელექტრონული ტვირთის ტრანსპორტირების ინფორმაციასთან (eFTI) დაკავშირებით.
- ნიკოლაოს ცამპიერისმა (ERTICO ITS EUROPE) წარმოადგინა განახლებული ინფორმაცია FENIX საპილოტე პროექტებზე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) სატრანსპორტო დერეფნებისთვის ევროკავშირში.
- სერთიფიცირებულმა მრჩეველმა ანა ბურკოვსკიენემ (FRONTEX) განიხილა ევროპის საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) საკითხი – მისი კონცეფცია და პრაქტიკული განხორციელება. ლაიმის ზლაბისმა (ლიეტუვის საბაჟო) დამსწრეებს გააცნო საზღვრის ინტეგრირებული მართვის განხორციელების მაგალითი ლიეტუვაში.
- ვალტერ ტრეზეკმა (მსოფლიო საფოსტო კავშირის საკონსულტაციო კომიტეტის თავმჯდომარე და Ecommerce Europe-ის თანათავმჯდომარე) წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია 2021 წელს საბაჟო და საგადასახადო სფეროებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აქტიური ჩართულობა დისკუსიაში პროგრამის EU4Digital წინსვლის, გამოწვევების, საპილოტე პროექტების, ასევე ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის და მისი ანალიზის შესახებ, გადამწყვეტია ინიციატივის EU4Digital მიზნის მისაღწევად, რომელიც გულისხმობს ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან. ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად პროგრამის EU4Digital გუნდი აგრძელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩართვას დისკუსიებში განხორციელებადი რეკომენდაციების და საპილოტე გადაწყვეტების შემუშავებისთვის. დამატებითი ინფორმაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის ქსელის მიერ, მისი წელიწადში ორჯერ ჩასატარებელი სესიების ფარგლებში. გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და იყავით ყოველთვის ინფორმირებული.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული ვაჭრობა
დამატებითი ახალი ინფორმაცია
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი

01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი