ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა

  • თარიღი: 07/10/20 – 07/10/20
  • გააზიარეთ:

დისკუსია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის საკითხზე 7 ოქტომბერს ვირტუალურად ჩატარდება საღამოს პარალელური ღონისძიების სახით პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში.

ღონისძიების ორგანიზატორია პროგრამა EU4Digital ევროკომისიის მხარდაჭერით. სავარაუდოდ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) წევრები, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტო (BEREC), ევროკომისია (საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტის და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორატი (DG CONNECT), სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR)), ჰარმონიზებული ციფრული ბაზრების (HDM) კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და სხვა დაინტერესებული პირები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. ღონისძიების მთავარი მიზანია მარეგულირებელთა დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგიის პოპულარიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ხარვეზების შეფასების სავარჯიშოს პირველადი შედეგების განხილვა. გარდა ამისა, შეხვედრაზე მოხდება ევროკავშირის შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება სარეგულაციო დამოუკიდებლობის სფეროში.

მოვლენები

იხილეთ ყველა