პროგრამა EU4Digital იწყებს საქმიანობას ქალთა მენტორობის პროგრამების მხარდასაჭერად ტექნოლოგიების სექტორში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თარიღი: 02/09/20
პროგრამამ EU4Digital დაიწყო ახალი აქტივობა ქალთა მენტორობის პროგრამებთან დაკავშირებით ტექნოლოგიების სექტორში, რომლის მიზანია გენდერული ნაპრალის ამოვსება და ეროვნული ორგანიზაციების მხარდაჭერა ამგვარი პროგრამების განხორციელებაში ტექნოლოგიების ადილობრივ ბაზრებზე.
გენდერული ნაპრალის არსებობა ტექნოლოგიების ბაზარზე გლობალური პრობლემაა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც ახდენს გავლენას. გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებით საჭიროა ახლა, COVID-19-ის პანდემიის შუქზე, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქალთა უმუშევრობის მაჩვენებლებზე მამაკაცებთან შედარებით, და გამოიწვია უსწრაფესი ცვლილებები დასაქმების ბაზარზე, სადაც მოთხოვნა ტექნოლოგიური დარგის სპეციალისტებზე უფრო და უფრო იზრდება.
ამ გამოწვევების შუქზე, პროგრამამ EU4Digital მიიღო პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების გადაწყვეტილება გენდერული ნაპრალის ამოვსების და ადგილობრივი ბაზრების ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით.
ახლად დაწყებული საქმიანობა ფოკუსირებულია ქალთა მენტორობის პროგრამებზე ცოდნის გასაზიარებლად ტექნოლოგიურ სფეროში, და ადგილობრივი ბენეფიციარების გასაძლიერებლად, რომლებმაც პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან ამგვარი პროგრამების წამოწყებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში.
საქმიანობა უნდა განხორციელდეს ევროკავშირში არსებული ორგანიზაციის „Women Go Tech“ პრაქტიკოს-სპეციალისტებთან თანამშრომლობით; ამ ორგანიზაციას აქვს მენტორობის და მსგავსი პროგრამების დაწყების პრაქტიკული გამოცდილება ბალტიის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.
ამ საქმიანობის ძირითადი სარგებელი და შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის მოიცავს შემდეგს:
პრაქტიკული და რეგიონული მოთხოვნების მიხედვით ადაპტირებული სახელმძღვანელო ქალთა მენტორობის პროგრამებისთვის ტექნოლოგიურ წრეებში – ეს სახელმძღვანელო იქნება საჭირო ცოდნის მიღების წყარო ისეთ სფეროებში, როგორებიც არის დაფინანსება, მენტორობა, პროგრამის შინაარსი, მარკეტინგი და რესურსები;
პროგრამის განხორციელების სტრატეგიული გეგმები (პრაქტიკული სამოქმედო გეგმები) აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის;
ორგანიზაციები ამგვარი პროგრამების განსახორციელებლად საკუთარ ქვეყნებში.
მთელი საქმიანობის განმავლობაში ადგილობრივი ბენეფიციარი ორგანიზაციები აქტიურად იქნებიან ჩართული და გაივლიან ტრენინგს. ინიციატივამ EU4Digital განსაზღვრა პოტენციური პარტნიორები
თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში და უახლოესი კვირების განმავლობაში დაასრულებს პროცედურებს მათ მოსაზიდად პროგრამაში მონაწილეობისთვის. შერჩეული ორგანიზაციები პრაქტიკულ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მოდიფიკაციაში და სახელმძღვანელო მეთოდების ფორმირებაში საკუთარი, ადგილობრივი ბაზრებისთვის. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ცოდნის გაზიარების ერთობლივ სემინარში, რომელიც დაგეგმილია 2020 წლის ნოემბრის ბოლოს/დეკემბრის დასაწყისში. პროგრამა EU4Digital და ორგანიზაცია „Women Go Tech“ ცდილობენ არა მარტო ევროკავშირში არსებული ცოდნის და პრაქტიკის გაზიარებას, არამედ ასევე ამ საქმიანობის გაგრძელებას მომავალში და პროგრამის საპილოტე მაგალითების განხორციელებას უახლოეს წლებში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.