პროგრამის EU4Digital საორგანიზაციო კომიტეტი: აქცენტი ძირითად პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორების ციფრულ მხარდაჭერაში
თარიღი: 20/09/19
2019 წლის 17 სექტემბერს ბრიუსელში პროგრამამ
EU4Digital ჩაატარა მისი საორგანიზაციო
კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს პროექტის განხორციელების პირველი ექვსი
თვის მიღწევები და ინიციატივის EU4Digital სამომავლო პრიორიტეტები.
შეხვედრის მიზანი იყო ძირითადი მონაწილე მხარეებისთვის
პროგრამის EU4Digital განხორციელების პირველი ექვსი თვის (2019 წლის იანვარი-ივნისი)
მიღწევების, ასევე მომავალი პრიორიტეტების გაცნობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს
საქმის
ვითარება ინიციატივის
EU4Digital ფარგლებში მიმდინარე ისეთ
პროექტებში, როგორიცაა ფართოზოლოვანი სტრატეგიები, EaPConnect და კიბერუსაფრთხოების
მუქარისადმი მდგრადობის მომავალი პროექტი.
თემატურ სესიებზე გაშუქდა პროგრამის EU4Digital ექვსი
მიმართულების შემდეგი სამომავლო პრიორიტეტები:
ტელეკომუნიკაციის წესები
საერთო როუმინგული სივრცის შემოღება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერება;
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები
და სტარტაპის ეკოსისტემები
საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება;
ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილე მხარეების კავშირების ხელშეწყობა;
საპოპულარიზაციო კამპანიების განხორციელება.
ელექტრონული ჯანმრთელობა
ჰარმონიზაციისა და ოპერაციული
თავსებადობის ზოგადი სახელმძღვანელო რეკომენდაციების და სტანდარტების
შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის;
ელექტრონული ჯანმრთელობის სახელმწიფოთაშორისი პლატფორმის დანერგვა აღმოსავლეთ
პარტნიორობის რეგიონში;
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ჩართვა ევროკავშირის შესაბამის პროექტებში,
პროგრამებსა და ინიციატივებში.
ციფრული უნარები
ზოგადი მეთოდოლოგიის განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში;
ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბება ციფრული უნარებისა და სამუშაო ადგილებისთვის.
შეხვედრაზე ასევე წარდგენილი იქნა პროგრამის
EU4Digital ახალი ვებსაიტი (www.eufordigital.eu),
რომელზეც თავსდება ახალი ამბები და ინფორმაცია ინიციატივის შესახებ, ხელმისაწვდომი
როგორც თემატიკის, ისე ქვეყნების მიხედვით.
საორგანიზაციო
კომიტეტის მომდევნო შეხვედრა ერთ წელიწადში ჩატარდება.
ინიციატივის EU4Digital
მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების
გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც გულისხმობს ევროკავშირის მხარდაჭერის
მიმართვას ციფრული ეკონომიკის პოტენციალის და საზოგადოების განვითარებაზე ეკონომიკური
ზრდის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების და
ბიზნესის დახმარების მიზნით.
პროგრამის EU4Digital საშუალებით ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შემდეგ სფეროებში: როუმინგის ტარიფების შემცირება, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი გადაცემის დანერგვა ეკონომიკის აყვავებისა და ე-მომსახურების განვითარების მიზნით; ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაცია მთელ საზოგადოებაში, დაწყებული ლოგისტიკიდან დამთავრებული ჯანმრთელობით; კიბერუსაფრთხოების დანერგვა, ციფრული უნარების ათვისება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ციფრულ ინდუსტრიაში.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.