ინიციატივა EU4Digital: მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა
  • ხანგრძლიობა: 2018-2020
  • ევროკავშირის მხარდაჭერა: €1 მილიონი

პროექტი, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო ბანკი, ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განვითარებაში და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ეროვნული სტრატეგიების ადრეულ ეტაპზე განხორციელებაში ევროკავშირის სათანადო სტრატეგიების შესაბამისად, ტექნიკური დახმარების და პოტენციალის შექმნის მხარდაჭერით.

ამოცანები

პროექტის ძირითადი ამოცანაა მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების დანერგვის დაჩქარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განხორციელდება მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი  ეროვნული სტრატეგიების ამოქმედებით ევროკავშირის ანალოგიური სტრატეგიების შესაბამისად. მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების დანერგვის დაჩქარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ზრდის პოტენციალის თვალსაზრისით (სავარაუდოდ 2.9 მილიარდი ევროდან 4.3 მილიარდ ევრომდე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის, მხოლოდ ფიქსირებული მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიებისთვის), არამედ ასევე აუცილებელი კავშირების უზრუნველსაყოფად ელექტრონული სერვისების დანერგვისთვის ბიზნესისა და მოქალაქეების სასარგებლოდ. 

საქმიანობა

პროექტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

  • ბენჩმარკინგული კვლევა და ხარვეზების ანალიზი
    ბაზრის არსებული მდგომარეობის ბენჩმარკინგული კვლევის და ხარვეზების ანალიზის ჩატარება ევროკავშირის ჩარჩოსთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სათანადო პრაქტიკასთან შესადარებლად. მსოფლიო ბანკი თითოეულ ქვეყანაში ატარებს არსებული მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სამთავრობო სტრატეგიების, საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პრაქტიკის ანალიზს.

 

  • მხარდაჭერა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს გასაუმჯობესებლად
    ხარვეზების ანალიზის საფუძველზე პროექტი მხარს უჭერს პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ორგანოებს და მარეგულირებელ ხელისუფლებას ერთიანი მიდგომის შემუშავებაში პარტნიორი ქვეყნების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების, კერძოდ ტელეკომუნიკაციის და ციფრული ეკონომიკის განვითარებას, EU4Digital ინიციატივის სხვადასხვა ქსელით განხორციელებულ საქმიანობასთან კოორდინირებით და ევროკავშირის სათანადო პრაქტიკის შესაბამისად.
  • მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების კარტოგრაფირების მხარდაჭერა
    ბანკი ხელს უწყობს პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ეროვნულ ორგანოებს და მარეგულირებელ ხელისუფლებას მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და სერვისების კარტოგრაფირებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის კარტოგრაფირება ასრულებს ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ ფუნქციას: ხარჯების შემცირება ინფრასტრუქტურის განლაგების კოორდინაციის დროს, და სახელმწოფოს დახმარება გეოგრაფიული ტერიტორიების თეთრ, ნაცრისფერ და შავ ტერიტორიებად კლასიფიკაციის დროს.

 

 

  • გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა
    პროექტი ორგანიზებას უწევს ტექნიკურ მისიებს, სემინარებს და ღონისძიებებს მოთხოვნაზე დამყარებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებების განსახორციელებლად; აღნიშნული საქმიანობის მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება ფართოზოლოვან სტრატეგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. საქმიანობა ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიის ხელმისაწვდომობა სოფლად, რადიოსპექტრის მართვა, საერთაშორისო და რეგიონული სახელმწიფოთაშორისი კავშირები, საბითუმო და საცალო ბაზრის რეგულირება, ფასის შემცირება საზიარო ინფრასტრუქტურით, სახელმწიფო დახმარება ბაზარზე არსებული ხარვეზების შესავსებად, და მოთხოვნის ხელშეწყობის ღონისძიებები.

 

  • მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების შემუშავების და განხორციელების მხარდაჭერა
    პროექტი ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიების შემუშავებაში ან განახლებაში კონკრეტულ საკითხებზე ტექნიკური დახმარებით და ამ ქვეყნების სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემით. გარდა ამისა, პროექტი პარტნიორებთან ერთად განსაზღვრავს იმ პოტენციური საინვესტიციო პროგრამების სერიას, რომლებსაც შეიძლება მხარი დაუჭირონ განვითარების პარტნიორებმა კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

წარმატების ისტორიები

ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს ელექტრონული კომერციის განვითარებაში

ყველაფერი სამი ახალგაზრდა ქალით დაიწყო. 2016 წლის შემოდგომაზე დაფუძნებული „რკო“, რომელიც ბავშვის სამოსს აწარმოებს, თავიდან მცირე საწარმო იყო…

საქართველო | 19/10/21

იხილეთ ყველა