აღმოსავლეთ პარტნიორობა: ახალი პოლიტიკური ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის – ციფრული ტრანსფორმაცია ხუთიდან ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია

  • თარიღი: 19/03/20
  • გააზიარეთ:

სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა არის ხუთდან ერთ-ერთი პრიორიტეტი, გაშუქებული ევროკომისიის მიერ მის წინადადებაში გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანების შესახებ აღოსავლეთ პარტნიორობისთვის 2020 წლის შემდეგ, რომელიც 18 მარტს გამოქვეყნდა.

ახალი პოლიტიკური ამოცანების მიზანია ვაჭრობის ზრდა, კავშირების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლებრივი სახელმწიფოს, გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება, ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა და სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა.

აღნიშნული ხუთი პოლიტიკური პრიორიტეტია:

  • პარტნიორობა, რომელიც ქმნის
    ერთან სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკისთვის
  • პარტნიორობა, რომელიც იცავს
    ერთად ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, სამართლებრივი სახელმწიფოსა და უსაფრთხოებისათვის
  • პარტნიორობა, რომელიც გარემოზე ზრუნავს
    ერთად გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობისკენ
  • პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს
    ერთად სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციისკენ
  • პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
    ერთად სიცოცხლისუნარიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებებისკენ

ციფრულ ამოცანასთან დაკავშირებით, ევროკომისია იძლევა დეტალურ ინფორმაციას:

“ევროკავშირის სამეზობლოში მძლავრი ციფრული ინფრასტრუქტურის არსებობა ხელს შეუწყობს ზრდას და მდგრად განვითარებას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში, ევროკავშირის კანონმდებლობის და სათანადო პრაქტიკის შესაბამისად, და ის გაააქტიურებს ინოვაციური ციფრული სტარტაპების მხარდაჭერას რეგიონში. ევროკავშირი განაგრძობს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას და დაეხმარება მათ კიბერუსაფრთხოების მუქარისადმი მდგრადობის საკითხებში”.

როგორ გადაჭრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი პოლიტიკა ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს? როგორც ეს მითითებული იყო ევროპის ციფრული მომავლის ფორმირების სტრატეგიაში, ციფრულ ტრანსფორმაციას შეუძლია ხელი შეუწყოს ზრდას და გახდეს მდგრადი განვითარების მამოძრავებელი ძალა როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი განახორციელებს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში, ევროკავშირის კანონმდებლობის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, და დასახავს ამ ქვეყნებში ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებლის გავრცელების მიზანს. ეს ხელს შეუწყობს ციფრული ინფრასტრუქტურის და სერვისების გაუმჯობესებულ წვდომას, საჯარო სამსახურების და ადმინისტრაციის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის, ფართოზოლოვანი

ინფრასტრუქტურის გავრცელებას, განსაკუთრებით რეგიონებსა და ლოკალურ ტერიტორიებზე, და ე-მმართველობის გაძლიერებას.

პოლიტიკაზე განცხადების გაკეთებისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ აღნიშნა: “ჩვენი მეზობლების ძლიერება ევროკავშირის ძლიერებას ნიშნავს; აღმოსავლეთ პარტნიორობა რჩება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად. ჩვენი წინადადებები მომავალშიც გააძლიერებს ჩვენს ექვს პარტნიორ ქვეყანას, რაც ასახავს ჩვენს საერთო პრიორიტეტებს და გამოწვევებს, და იმავდროულად კვლავაც უწყვეტად დაუთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას ყველა მოქალაქის უზრუნველყოფას რეალური, დადებითი შედეგებით”.

პოლიტიკის ახალი ამოცანები შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის საკითხებზე 2019 წელს ჩატარებული სტრუქტურირებული კონსულტაციიდან, რომელშიც ფართოდ და ინტენსიურად იყვნენ ჩართული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, პარტნიორი ქვეყნები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, ბიზნესი და ფინანსური ინსტიტუტები. ზოგადად, არსებობს ფართო კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის არსებული პოლიტიკის ჩარჩო ძლიერია და მას რეალური სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის.

ევროკომისია და საგარეო საქმეთა ევროპული სამსახური წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნებისგან მოელიან წინადადების დამტკიცებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით, რომელიც 2020 წლის ივნისში ჩატარდება და რომელიც გასცემს მანდატს რეალური შედეგების ახალი კომპლექტის შესამუშავებლად მიმდინარე გეგმის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ საფუძველზე.

პრესრელიზი

ერთობლივი კომუნიკაცია: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ: სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება – აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის

მემო: აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ

ახალი ამბები

იხილეთ ყველა