ე-ჯანმრთელობის სემინარი აშუქებს განვითარების ძირითად სფეროებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

  • თარიღი: 17/02/20
  • გააზიარეთ:

ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა 11 თებერვალს ჩაატარა ონლაინ ვიდეოსემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მონაწილე მხარეებისთვის ე-ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.

სემინარზე პირველ რიგში აქცენტი გაკეთდა პროექტის ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის შეფასების შედეგების განხილვაზე, რამაც გამოავლინა ძირითადი სფეროები შემდგომი განვითარებისთვის პარტნიორ ქვეყნებში, კერძოდ, ე-ჯანმრთელობის მონაცემთა კონფიდენციალურობა, მომხმარებელზე ცენტრირება და სერვისზე ორიენტირებული დიზაინი ეროვნულ დონეზე.

გარდა ამისა, სემინარის მონაწილეებმა განიხილეს ე-ჯანმრთელობის სხვადასხვა ციფრული სფეროს აქტუალურობა და მნიშვნელობა საკუთარ ქვეყნებში. უდიდესი ინტერესი იქნა გამოხატული  შემდეგი საკითხების მიმართ:

  • მონაცემთა ანალიზი,
  • ციფრული გადაწყვეტები ჯანმრთელობის და მზრუნველობისთვის
  • პროაქტიური პრევენცია.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში დასრულებული შესაბამისი პროექტების შესახებ და შეთანხმდნენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების შეკრებასა და გაზიარებაზე ქსელის შემდგომი სემინარების და შეხვედრების განმავლობაში.

სემინარზე ასევე წარმოდგენილი იყო შესაძლებლობები აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხებზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის (EIP on AHA) პროგრამაში მონაწილეობისთვის, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია Funka.

პარტნიორმა ქვეყნებმა გამოხატეს შემდგომი თანამშრომლობის ინტერესი და შეთანხმდნენ  მომდევნო ვიდეოსემინარის ჩატარებაზე ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრამდე მაისში.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა