მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს ეძნელებათ ერთმანეთთან კონტაქტის შენარჩუნება. ასეთივე რთული აღმოჩნდა სანდო, მარტივად გამოსაყენებელი ციფრული განათლების მეთოდები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის პირველ კვირებში. ევროკავშირის ორი პროექტი უზრუნველყოფს უფასო ონლაინ სერვისებს მასწავლებლების, მშობლების და მოსწავლეების დასახმარებლად კონტაქტების დამყარების და წარმატების მიღწევის მიზნით სახლში ყოფნის პერიოდში.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი Up2U უზრუნველყოფს იმ საშუალებებს, რომლებიც სწავლების მეთოდებს რევოლუციურად გარდაქმნის. პროექტის Up2U გუნდმა გადაწყვიტა საკუთარი პლატფორმა ხელმისაწვდომი გაეხადა მხოლოდ ორ კვირაში, მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ COVID-19-კარანტინის პირველი კვირების განმავლობაში მასწავლებლებს და მოსწავლეებს პრობლემები ჰქონდათ წვდომის, დაკავშირების და მოტივაციის კუთხით.
GoLab ეკოსისტემა იყენებს ინოვაციურ სასწავლო ტექნოლოგიებს STEM-საგნებისთვის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) და მასწავლებლებს და მოსწავლეებს ვირტუალური ლაბორატორიის დიდ კოლექციას სთავაზობს. Golabz პლატფორმაზე მასწავლებლებს საკუთარი ლაბორატორიების შექმნაც შეუძლიათ.
openUp2U საშუალებები პროექტიდან Up2U, უზრუნველყოფს სრულ ციფრულ გარემოს საშუალო სკოლის და უნივერსიტეტებისთვის. მას აქვს ოთხი მეთოდი, რომლებიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან საკუთარი კურსები, შეინახონ საკუთარი კონტენტი და დისტანციურად დაესწრონ/მონაწილეობა მიიღონ ონლაინ კურსებში. მოსწავლეებს, მასწავლებლებს და პროფესორებს ექნებათ შექმნის, გაზიარების და თანამშრომლობის, ასევე დასწრების და შექმნილი ციფრული მულტიმედია-კონტენტის შენახვის საშუალება.
გარდა ამისა, პროექტი აყალიბებს საზოგადოების ჯგუფს, რომელსაც შეუძლია ციფრული სწავლის და სწავლების ახალი ტენდენციების და მეთოდების მხარდაჭერა. Up2U გვაწვდის რიგ საშუალებებს და სერვისებს, რომლებსაც შეუძლია საშუალო სკოლის და უნივერსიტეტების მხარდაჭერა ციფრული სწავლის და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად უსაფრთხო გარემოში. ამ საშუალებებით გაცილებით მარტივდება საკლასო და კლასგარეშე კომუნიკაცია, რაც აუმჯობესებს ურთიერთობებს და გვაწვდის ცოდნის მიღების ახალი მეთოდებს ციფრულ ეპოქაში. პროექტის კოორდინატორია GÉANT, პანევროპული მონაცემთა ქსელი კვლევითი და საგანმანათლებლო წრეებისთვის.
ათასობით სკოლა მთელ მსოფლიოში კვლავ დახურული იქნება მომავალი კვირების ან, შესაძლოა, თვეების განმავლობაში COVID-19-ის პანდემიის გამო. Golabz პლატფორმა გვთავაზობს STEM-საგნების (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) ონლაინ სწავლების ეკოსისტემას. პლატფორმა და ყველა საშუალება (საუკეთესო ლაბორატორიების ჩათვლით) უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ინიციატივა GoLabs პირველად შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული FP7 Go-Lab პროექტის მიერ, ხოლო მისი გაუმჯობესება და გაფართოება მოხდა მომდევნო პროექტით Next-Lab, რომელიც დაფინანსდა პროგრამით “ჰორიზონტი 2020”. ორივეს კოორდინაცია განახორციელა ნიდერლანდებში მდებარე ტვენტეს უნივერსიტეტმა. ამ პროექტებმა შექმნა გაზიარების და საავტორო პლატფორმა სახელწოდებით Golabz ონლაინ ლაბორატორიების დიდი კოლექციით. აქ სტუდენტებს შეუძლიათ გამოსცადონ ცალკეული აპლიკაციები STEM-საგნების სწავლისას, ხოლო მასწავლებლებს შეუძლიათ აწარმოონ გამოკითხვის ინტერაქტიული აპლიკაციების ტესტირება, მოახდინონ ლაბორატორიების და აპლიკაციების კომბინირება გამოკითხვის სასწავლო სივრცეებში, რაც შეიძლება გაზიარებული იქნას სტუდენტებისა და კოლეგებისთვის.