პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის ქსელი: საპილოტე პროექტებში მიღწეული პროგრესის და 2025 წლამდე მიზნების მიმოხილვის ონლაინ სემინარი

  • თარიღი: 09/12/20 – 10/12/20
  • გააზიარეთ:

ე-ვაჭრობის ქსელის მე-9 სემინარი 9-10 დეკემბერს ჩატარდება. არსებული მდგომარეობის გამო COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, სემინარი ჩატარდება დისტანციურად.

განხილული იქნება ე-ვაჭრობის საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის:

  • ე-ვაჭრობის ქსელის სამოქმედო გეგმის მიმოხილვა და განახლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 2020-2025 წლების მიზნებთან დაკავშირებული წინადადებების და პერსპექტივების გათვალისწინებით; 
  • ქსელის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ოპტიმიზაცია სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეების არჩევით და ე-ვაჭრობის სამუშაო ჯგუფების 2021 წლის თანამშრომლობის გეგმის განხილვებით ;
  • მიმდინარე მდგომარეობის, პროგრამის EU4Digital მიერ მიღწეული შედეგების და მომავალი აქტივობების გრაფიკის მიმოხილვა ე-მიწოდების, ე-საბაჟოს, ე-კომერციის, ციფრული სატრანსპორტო დერეფნის და ქსელურ საქმიანობაში;
  • ე-მიწოდების და ე-საბაჟოს საპილოტე პროექტების პრეზენტაცია, ასევე ე-კომერციის საქმიანობის საპილოტე პროექტის კონცეფცია; 
  • ციფრული სატრანსპორტო დერეფნის (DTC) საპილოტე პროექტი ბალტიის და შავ ზღვებს შორის, პროგრამის დაწყების გრაფიკის და შესაძლო გზების ჩათვლით.

მონაწილეები შეიკრიბებიან ორდღიან სემინარზე და გააზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას ე-ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეებს შორის იქნებიან:

  • ევროროკომისიის წარმომადგენლები;
  • ქვეყნების წარმომადგენლები ე-ვაჭრობის ქსელიდან;
  • ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან;
  • სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ე-ვაჭრობის ექსპერტები;
  • პროგრამის EU4Digital წამყვანი ექსპერტები;
  • პროგრამის EU4Digital ეროვნული კოორდინატორები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

გარდა ამისა, მოწვეული სპიკერები ევროკომისიიდან (მობილობის და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატი – DG MOVE) და სხვა ექსპერტები გააკეთებენ პრეზენტაციებს შემდეგ საკითხებზე:

  • ელექტრონული სატვირთო გადაზიდვების რეგულაციები და ევროკავშირის შემდგომი საქმიანობა;
  • ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) სატრანსპორტო დერეფნების ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა;
  • საზღვრების ინტეგრირებული მართვა;
  • ევროკავშირის 2021 ცვლილებები (საბაჟო და გადასახადები) და ევროკავშირის შემდგომი საქმიანობა.

დაინტერესებულ მხარეებს ამ ღონისძიებაზე რეგისტრაცია შეუძლიათ აქ 4 დეკემბრამდე. დამატებითი ინფორმაცია ამ ღონისძიების შესახებ, მისი დღის წესრიგის ჩათვლით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მოვლენები

იხილეთ ყველა