9 დეკემბერს პროგრამა EU4Digital ჩაატარებს ვირტუალურ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება ე-ვაჭრობის ქსელის მე-9 სემინარის შემდეგ ე-მიწოდების გადაწყვეტის სადემონსტრაციოდ.
პროგრამის EU4Digital ერთ-ერთი აქტივობა ე-ვაჭრობის კუთხით, არის ბიზნესებს შორის (B2B) ანგარიშ-ფაქტურის მონაცემთა გაცვლის პილოტირება ე-მიწოდების არხით ოპერაციულად თავსებადი, უსაფრთხო და სანდო გადაწყვეტის საშუალებით.
ე-მიწოდების საპილოტე პროექტის პრაქტიკულ მუშაობაზე დაკვირვების მიზნით,
2020 წლის 9 დეკემბერს ორგანიზებული იქნება ვირტუალური პრეზენტაცია (12.30 – 13.30 ცენტრალური ევროპის დროით).
პრეზენტაციის მიზანია საპილოტე პროექტის დემონსტრირება წარმომადგენელთა ფართო აუდიტორიისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომლებიც სარგებლობას მიიღებენ ამგვარი მეთოდის დანერგვით ანგარიშ-ფაქტურის მონაცემთა გასაცვლელად არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ ასე საჯარო ადმინისტრაციებს და მოქალაქეებს შორის. პროგრამის EU4Digital მიერ ჩატარებულ ე-მიწოდების გადაწყვეტის, მისი გამოყენების და სარგებლიანობის პრეზენტაციაზე დემონსტრირებული იქნება ანგარიშ-ფაქტურის სტანდარტიზებული მონაცემების გაცვლა შერჩეულ უკრაინულ და პოლონურ კომპანიებს შორის პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების (Peppol) ე-მიწოდების ქსელის საშუალებით.
გარდა ამისა, ჩატარდება დამატებით ქვეყნებს შორის გაცვლის პრეზენტაცია იმის სადემონსტრაციოდ, რომ ქვეყანაში ე-მიწოდების ტერმინალის შექმნისთანავე, ეს ქვეყანა ქმნის მონაცემთა გაცვლის შესაძლებლობებს ქსელის ნებისმიერ წევრთან (ევროკავშირის 31 წევრი სახელმწიფო და სხვა სახელმწიფოები).
ღონისძიების მონაწილეები, სხვა დამსწრეებთან ერთად, იქნებიან სამინისტროების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი მასალის, ასევე სადისკუსიო საკითხების შესახებ, მოწოდებული იქნება ღონისძიების შემდეგ.